Skip to content
18/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

მარშალ პრესი 18/11/2026
Capture

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში იმყოფება. თავდაცვის მინისტრი  რამშტაინის ფორმატის შეხვედრას დაესწრო, რომელიც გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა უეს სტრიტინგმა გახსნა.

სხდომის მონაწილეებს ვირტუალურ ფორმატში სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. სიტყვით გამოვიდნენ გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და აშშ-ის ომის მდივნის მოადგილე ელბრიჯ კოლბი. შეხვედრის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს პარტნიორობების მიმართულებით, კევინ ჰამილტონს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, არსებული პრაქტიკული მექანიზმების განხორციელების პროცესსა და ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებზე.

Post navigation

Previous: კახა კალაძე: არავის ვუკრძალავთ საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის
Next: ზურაბ ქადაგიძე: როდესაც მარტა კოსი გამოდის და ჩვენ, როგორც სახელმწიფოს გვაამუნათებს – თუკი ყველა კვლევითი ორგანიზაციის ანგარიშით მართლმსაჯულების, ეკონომიკის, სახელმწიფოს მართვის მოდელით წინ ვართ, მაშინ როგორ ვართ მოლდოვასა და უკრაინის უკან?
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.