Skip to content
17/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • მსოფლიო

BILD: გამოკითხულთა 58% გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს

marshal press 17/11/2026
bild

გერმანული გამოცემის, BILD-ის დაკვეთით, კომპანია INSA-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანიის მოქალაქეების 58% ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ემხრობა.

გამოკითხულთა მხოლოდ მეოთხედზე ოდნავ მეტი, ანუ 26% მიიჩნევს, რომ „ქრისტიან-დემოკრატიულმა“ და „სოციალ-დემოკრატიულმა“ პარტიებმა მმართველობა 2029 წლის დასაწყისამდე უნდა გააგრძელონ.

გამოკითხვის შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება რესპონდენტების პარტიული სიმპათიების მიხედვით. „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU/CSU) მხარდამჭერთა 60%-ს და „სოციალ-დემოკრატების“ (SPD) ამომრჩეველთა 50%-ს სურს, რომ ფრიდრიხ მერცმა და ლარს კლინგბაილმა ხელისუფლებაში 2029 წლამდე დარჩენა შეძლონ.

თუმცა, სხვა პარტიების მხარდამჭერთა უმრავლესობა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ემხრობა. ამ მოსაზრებას ყველაზე მეტად „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) და BSW-ის ამომრჩევლები იზიარებენ. ვადამდელ არჩევნებს მხარს უჭერს მემარცხენე პარტიის (Die Linke) მხარდამჭერთა 75% და „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ (FDP) ამომრჩეველთა 64%. „მწვანეთა“ მხარდამჭერებში კი, ვადამდელი არჩევნების მომხრეები 47% შეადგენენ, წინააღმდეგია 41%.

რესპონდენტებს ასევე ჰკითხეს, მისცემდნენ თუ არა ხმას იმავე პარტიას, რომელსაც 2025 წელს დაუჭირეს მხარი. გამოკითხულთა 59%-მა დადებითი პასუხი გასცა, 25%-მა კი განაცხადა, რომ ხმას სხვა პარტიას მისცემდა.

Post navigation

Previous: EU News: რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში კაია კალასი პროცესს მიღმა რჩება და მას მხოლოდ დამკვირვებლის როლი ერგება
Next: იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი იწყება
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.