Skip to content
17/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

რევაზ ნადარაია „ლელოს“ წარმომადგენელს: მე არ ვიცნობ, არ ვიცი რა არის „რუსული კანონი“. მოიხსენიეთ ყველა კანონი ისე, როგორც ჰქვია მას ოფიციალურ ენაზე, თქვენი შეფასებები გააკეთეთ გარეთ

marshal press 17/11/2026
revaz nadaraia

„მე არ ვიცნობ, არ ვიცი რა არის „რუსული კანონი“. მოიხსენიეთ ყველა კანონი ისე, როგორც ჰქვია მას ოფიციალურ ენაზე“, – ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე „ლელოს“ წარმომადგენელს, გიორგი სიორიძეს, რომელმაც „გამჭვირვალობის კანონი“ „რუსულ კანონად“ მოიხსენია.

„ლელოს“ წარმომადგენლის განცხადებას მოსარჩელე მხარის პროტესტი მოჰყვა.

„მერამდენედ ამბობს – „რუსული კანონი“. ბატონი გიორგი როგორ შეფასებებს აკეთებს, ეს შეფასებები, პოლიტიკური, შეუძლია გააკეთოს გარეთ. თუ შეიძლება, აქ ისაუბროს კორექტულად“, – მიმართა მოსამართლეთა კოლეგიას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.

მოსარჩელე მხარის პრეტენზია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გაიზიარა.

„რაც შეეხება მოსარჩელე მხარის პრეტენზიას, ასეთ კანონს მეც არ ვიცნობ. ასე რომ, კანონები მოიხსენიეთ იმ სახელით, რა სახელითაც არის. „გამჭვირვალობის კანონს“ თუ გულისხმობთ, გამჭვირვალობა მოიხსენიეთ. სხვა კანონებს თუ გულისხმობთ, სხვა კანონებად მოიხსენიეთ. კანონები მოიხსენიეთ ისე, როგორც არის. აბსოლუტურად სწორი შენიშვნაა. ვფიქრობ, მე უნდა მიმეცა შენიშვნა, სანამ მხარე ამაზე პროტესტს დააყენებდა. მე არ ვიცნობ, არ ვიცი რა არის „რუსული კანონი“. სასამართლოსთვისაც გასაგები უნდა იყოს, მოიხსენიეთ ყველა კანონი ისე, როგორც ჰქვია მას ოფიციალურ ენაზე. თქვენი შეფასებები გააკეთეთ გარეთ“, – დასძინა რევაზ ნადარაიამ.

Post navigation

Previous: გენადი არველაძე: რამდენადაც გაიზარდა ინტერესი შუა დერეფნის მიმართ, დღის წესრიგში დადგა ანაკლიის პორტის სწორი მოდელით განვითარება და ეს არის ლენდლორდის მოდელი, რომელზეც სტრატეგიულად მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მივდივართ ამ გზით, რადგან რეგიონში ამ პორტში ინვესტირების ინტერესი არის მაღალი
Next: EU News: რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში კაია კალასი პროცესს მიღმა რჩება და მას მხოლოდ დამკვირვებლის როლი ერგება
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.