Skip to content
17/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაზე: საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე როდესაც ცდილობენ ერთმანეთს გაემიჯნონ, ეს უბრალოდ ღიმილისმომგვრელი და აბსოლუტურად არადამაჯერებელია

marshal press 17/11/2026
tornike cheishvili

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა გრძელდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილმა დღევანდელ პროცესთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.

„ახალი მოპასუხე მხრისგან არსებითად არაფერი იქნება შემოთავაზებული. ისევ მოვისმენთ აბსოლუტურად ყალბ ნარატივზე დაფუძნებულ ბელეტრისტიკას. ახლა ცდილობენ, რომ ამით რაღაცნაირად დაჩრდილონ კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა უნდა ახსოვდეთ, რომ არსებობს ათობით და ასობით მტკიცებულება, განცხადება, შესაბამისი დოკუმენტები, მათ მიერ პოლიტიკური ალიანსების შექმნა და ა.შ., რაც ადასტურებს, რომ ისინი ერთიან ორგანიზმს წარმოადგენენ. გასაგებია, რომ ეს ახლა მათთვის ძალიან არახელსაყრელ მდგომარეობას ქმნის, მაგრამ ძალიან დააგვიანდათ ამ შემთხვევაში, ვინაიდან უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე როდესაც ცდილობენ ერთმანეთს გაემიჯნონ, ეს უბრალოდ ღიმილისმომგვრელი და აბსოლუტურად არადამაჯერებელია“, – აცხადებს ჭეიშვილი.

Post navigation

Previous: გიორგი კახიანი რადიკალებზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიან. ამასაც თავისი ახსნა აქვს, მათ რომ სიმართლე თქვან, სიმართლის თქმა ჩვენი სარჩელის აღიარებას გულისხმობს
Next: გენადი არველაძე: რამდენადაც გაიზარდა ინტერესი შუა დერეფნის მიმართ, დღის წესრიგში დადგა ანაკლიის პორტის სწორი მოდელით განვითარება და ეს არის ლენდლორდის მოდელი, რომელზეც სტრატეგიულად მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მივდივართ ამ გზით, რადგან რეგიონში ამ პორტში ინვესტირების ინტერესი არის მაღალი
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.