Skip to content
17/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხდება ფაქტობრივად იგივე კანონების მიღება ევროპულ ქვეყნებში, რომელზეც საქართველოს პარლამენტმა იმუშავა

marshal press 17/11/2026
rati ionatamishvili

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხდება ფაქტობრივად იგივე კანონების მიღება ევროპულ ქვეყნებში, რომელზეც საქართველოს პარლამენტმა დიდი ხანი იმუშავა და რომელსაც სხვათა შორის თვითონ ეს ქვეყნები, ამ ქვეყნების წარმომადგენლები აკრიტიკებდნენ. დღეს აღმოჩნდა, რომ ამ კანონების მიღება მათთვის მნიშვნელოვანია ეროვნული დემოკრატიების დასაცავად, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა სლოვენიის გადაწყვეტილებაზე, მიიღოს უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონი.

მისი თქმით, როდესაც საქართველო „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს იღებდა, მასაც იგივე არგუმენტი ჰქონდა, რაც ახლა სლოვენიას – საკუთარი დემოკრატიისა და სუვერენიტეტის გაძლიერება.

„უკვე დიდ ხანია, რაც საქართველოს პარლამენტი და პარლამენტში მიღებული კანონები იქცა ევროპული ქვეყნების შთაგონების წყაროდ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხდება ფაქტობრივად იგივე კანონების მიღება ევროპულ ქვეყნებში, რომელზეც საქართველოს პარლამენტმა დიდი ხანი იმუშავა და რომელსაც სხვათა შორის თვითონ ეს ქვეყნები, ამ ქვეყნების წარმომადგენლები აკრიტიკებდნენ. დღეს აღმოჩნდა, რომ ამ კანონების მიღება მათთვის მნიშვნელოვანია ეროვნული დემოკრატიების დასაცავად. ჩვენც ამას ვამბობდით. რა თქმა უნდა ამ ორმაგი სტანდარტის გარეშეც, ისედაც შეეძლოთ ამ კანონების გადაღება, შემდეგ საკუთარი დემოკრატიების გაძლიერება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სლოვენია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს იღებს. ქვეყნის მმართველი კოალიცია უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციებისთვის საარჩევნო და სარეფერენდუმო კამპანიების ორგანიზების აკრძალვას ითხოვს. შეზღუდვა შეეხება მათ, ვინც კენჭისყრამდე ბოლო ხუთ წელიწადში უცხოური დაფინანსება მიიღო.

Post navigation

Previous: თორნიკე ჭეიშვილი: იმის მტკიცება რომ „ლელოს“ ორმხრივი სანქციების დაწესების პირობა არ დაუდია და მეორე მხრივ, მათივე ლიდერის განცხადება, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ ორმხრივი სანქციების შემოსაღებად, არის მტკნარი სიცრუე. მათ სხვა არაფერი დარჩენიათ, თუ არა სიცრუეზე ააგონ საკუთარი დაცვის სტრატეგია
Next: გიორგი კახიანი რადიკალებზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიან. ამასაც თავისი ახსნა აქვს, მათ რომ სიმართლე თქვან, სიმართლის თქმა ჩვენი სარჩელის აღიარებას გულისხმობს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.