Skip to content
17/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – „ბათუმის პროცესი“ მართლაც იქცა ქართულ „ნიურნბერგის პროცესად“, მთელი საზოგადოება თავისი თვალით ხედავს საკუთარი სამშობლოს წინაშე დამნაშავეების სასოწარკვეთილ თავის მართლებას

მარშალ პრესი 17/11/2026
shalva papuashvili

„ბათუმის პროცესი“ მართლაც იქცა ქართულ „ნიურნბერგის პროცესად“. მთელი საზოგადოება თავისი თვალით ხედავს საკუთარი სამშობლოს წინაშე დამნაშავეების სასოწარკვეთილ თავის მართლებას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს და პარტია „ლელოს“ წარმომადგენელთა განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, 2022 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ნაცვლად „უცხო ძალების სამსახურში მყოფი ეს ჯგუფი რომ ყოფილიყო“, საქართველოში ომი აუცილებლად იქნებოდა.

„ერთ ვიდეოში მოცემული ვერდიქტი, რომელიც ყველაფერზე მეტყველებს. სხვას რას უნდა მოველოდეთ თაღლითების პარტიისგან, გარდა იმისა, რომ რაც საარჩევნო პროგრამაში ეწერათ, შეიცხადონ, როდის გვითქვამსო? მინდა აქვე გავიხსენო ეპიზოდი ჩვენი უახლოესი ისტორიიდან.

2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყებიდან მხოლოდ რამდენიმე დღეა გასული. პარლამენტის წინ რადიკალური ოპოზიცია მიტინგებს მართავს და უკრაინაში მებრძოლების გაგზავნას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. ეს სწორედ ის მიტინგებია, ნინო ლომჯარიამ სანქციების არდაწესებით გამოწვეული სირცხვილით წვას, ბომბების ცეცხლით წვა რომ ამჯობინა.

„ლელოს“ მაშინდელმა საპარლამენტო შემადგენლობამ ჩემთან შეხვედრა ითხოვა. ახლაც მახსოვს, როგორ ვუყურებდი მაგიდის გადასწვრივ მსხდომ „ლელოს“ პარლამენტიორებს, რომლებიც რუსთაველიდან შემოსულ შეძახილებზე მითითებით, მომიწოდებდნენ, მოთხოვნები გაგვეთვალისწინებინა – უკრაინაში საბრძოლველად მოხალისეები გაგვეგზავნა და რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა. ვუყურებდი საქართველოს ზრდასრულ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას ითხოვდნენ.

მათი ეს მოთხოვნა იმავე დღეებში, სხვადასხვა უცხოელი ემისრის დაჟინებულ რჩევებს და მოთხოვნებს რატომღაც საეჭვოდ ემთხვეოდა.პრეზიდენტი ტრამპი ხშირად იმეორებს, რომ 2022 წელს პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, უკრაინაში ომი არ იქნებოდა. ჩვენი გამოცდილებაც, გარკვეულწილად, ამ სიტყვებს ადასტურებს.

2022 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ნაცვლად უცხო ძალების სამსახურში მყოფი ეს ჯგუფი რომ ყოფილიყო, საქართველოში ომი აუცილებლად იქნებოდა. „ბათუმის პროცესი“ მართლაც იქცა ქართულ „ნიურნბერგის პროცესად“. მთელი საზოგადოება თავისი თვალით ხედავს საკუთარი სამშობლოს წინაშე დამნაშავეების სასოწარკვეთილ თავის მართლებას. ეს კადრები გაკვეთილად უნდა დარჩეს, რათა ყველამ გაიაზროს, რას ნიშნავს უცხოს მარიონეტად და სასარგებლო იდიოტად ქცევა“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

Post navigation

Previous: პრემიერი – ბიზნესისა და ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება
Next: პენიტენციურ დაწესებულებებში მინის მხატვრული დამუშავებისა და ტიხრული მინანქრის საწარმოები მოეწყო
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.