Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხალხის „აგდების“ მიზნით მათ რამდენჯერმე გაახმიანეს მოსაზრება, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღებამ საქართველოს რამდენიმე მილიარდი დააკარგვინა

მარშალ პრესი 14/07/2022
გია გაბრიჭიძე

ხალხის „აგდების“ მიზნით მათ რამდენჯერმე გაახმიანეს მოსაზრება, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღებამ საქართველოს რამდენიმე მილიარდი დააკარგვინა. საბედნიეროდ ქართველები მათგან განსხვავებით არ არიან სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის მენტალობის და ზუსტ ინფორმაციებზეც მიუწვდებათ ხელი – წერს ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

„ამ ოპოების განცხადებები ზუსტად აჩვენებს მათი შინაგანი მდგომარეობის ზუსტ მსგავსებას თიმსალ-მაკოსთან (“ბაში აჩუკი”. აი ის, “ათასი თუმანიო” რომ იძახი, რომლისთვისაც ყველაფრის საზომი ფული იყო. ხალხის „აგდების“ მიზნით მათ რამდენჯერმე გაახმიანეს მოსაზრება, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღებამ საქართველოს რამდენიმე მილიარდი დააკარგვინა. საბედნიეროდ ქართველები მათგან განსხვავებით არ არიან სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის მენტალობის და ზუსტ ინფორმაციებზეც მიუწვდებათ ხელი. ხალხმა უკვე წაიკითხა და მოისმინა ირაკლი კობახიძის და კარლ ჰარცელის განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით: კარლ ჰარცელი – კანდიდატის სტატუსი არ გულისხმობს დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას, ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებთან შედარებით. ირაკლი კობახიძე – ბუნებრივია, კანდიდატის სტატუსი პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, თუმცა საინტერესოა, რომ არავითარი მატერიალური პრივილეგიები კანდიდატის სტატუსს არ მოაქვს. აბა ჰე, მიდით ახლა და სხვა რაიმე მოიფიქრეთ“ – წერს გაბრიჭიძე facebook – ზე.

Post navigation

Previous: საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა
Next: EU-ს ელჩი იძულებული გახდა გაეკეთებინა განმარტება, რომ კანდიდატის სტატუსი დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას არ გულისხმობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.