Skip to content
16/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს თავმჯდომარის, ნათია თურნავას მიმართ ინფლაციური პროცესების სწორად მართვის, ლარის კურსის სიმყარისა და სავალუტო რეზერვების ზრდის გამო გამოხატული მადლიერება დარგის პროფესიონალებში კითხვის ნიშნებს არ იწვევს

მარშალ პრესი 16/11/2026
tamta megrelishvili

ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ლარის კურსი საეროვნული ბანკის საქმე არ არის, სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა პირდაპირ აისახება ეროვნული ვალუტის სიმყარეზე, ხოლო ინფლაციური პროცესების მართვა და სავალუტო რეზერვების ზრდა ცენტრალური ბანკის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებებია.

მისივე შეფასებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკოსობის ამბიცია აქვთ, თუმცა თავად ქვეყნის პრემიერ-მინისტრობას ერთი დღითაც ვერ გაბედავდნენ, ამგვარი შინაარსის გზავნილების წერა უწევთ, რადგან მიღებული დავალების აბსურდულობა და მათი უვიცობის ხარისხი სრულ თანხვედრაშია და ეს მათ დისკომფორტის ნაცვლად კომფორტს უქმნით.

„„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა, რაც პირდაპირ უკავშირდება ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარის დაცვასა და ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შექმნას.
სებ-ის პოლიტიკა პირდაპირ აისახება ეროვნული ვალუტის სიმყარეზე – როდესაც ინფლაცია დაბალია და მაკროეკონომიკური გარემო სტაბილურია, ეს ლარის გამყარებას უწყობს ხელს.

ეროვნული ბანკი ახორციელებს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკას და მართავს საერთაშორისო რეზერვებს. რეფინანსირების განაკვეთის სწორი მართვითა და რეზერვების შევსებით ცენტრალური ბანკი ამცირებს სავალუტო რყევებს და ზრდის ნდობას ლარის მიმართ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს თავმჯდომარის, ნათია თურნავას მიმართ ინფლაციური პროცესების სწორად მართვის, ლარის კურსის სიმყარისა და სავალუტო რეზერვების ზრდის გამო გამოხატული მადლიერება დარგის პროფესიონალებში კითხვის ნიშნებს არ იწვევს.
იმ ადამიანებს კი, რომლებსაც პოლიტიკოსობის ამბიცია აქვთ, თუმცა თავად ქვეყნის პრემიერ-მინისტრობას ერთი დღითაც ვერ გაბედავდნენ, ამგვარი შინაარსის გზავნილების წერა უწევთ, რადგან მიღებული დავალების აბსურდულობა და მათი უვიცობის ხარისხი სრულ თანხვედრაშია და ეს მათ დისკომფორტის ნაცვლად კომფორტს უქმნით.“ – წერს მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: პაატა სალიამ ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური სერვისები წარადგინა
Next: დავით ჩიხელიძე: ეკონომიკაზე მსჯელობა, მხოლოდ ტერმინების დაზეპირება არ არის, აუცილებელია შინაარსის ცოდნა, თუ რა ფუნქციები აქვს ქვეყნის მთავარ მონეტარულ ინსტიტუტს, მაგრამ ზურა გირჩი ჯაფარიძე აკაცუკების იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომლისთვის შინაარსში შესვლა აკრძალულია
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.