Skip to content
16/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – ​ენერგეტიკული აღმშენებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ჩვენი მიზანია, დღევანდელი დაახლოებით 4800 მეგავატიდან ჩვენი ელექტროენერგიის გენერაცია გავზარდოთ 11 500 მეგავატამდე, ეს არის ჩვენი ათწლიანი გეგმა, თუმცა გაორმაგება უკვე დაგეგმილი გვაქვს 5-6-წლიან პერიოდში

მარშალ პრესი 16/11/2026
irakli kobakhidze10

​ენერგეტიკული აღმშენებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ჩვენი მიზანია, დღევანდელი დაახლოებით 4800 მეგავატიდან, ჩვენი ელექტროენერგიის გენერაცია გავზარდოთ 11 500 მეგავატამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის ათწლიანი გეგმა, თუმცა გაორმაგება უკვე დაგეგმილია 5-6-წლიან პერიოდში.

„ეს ითვალისწინებს, მათ შორის, მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასაც, თქვენ იცით, რომ არის ასეთი 4 მსხვილი პროექტი და ამაზე აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო.  რაც შეეხება, რა ფორმით იქნება დაფინანსებული ეს პროექტები, სხვადასხვა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სახელმწიფო შეიძლება შევიდეს კონკრეტული ფორმით, როგორც თანადამფინანსებელი, შეიძლება მთლიანი ინვესტიციით განხორციელდეს, ეს იქნება კონკრეტულ მოლაპარაკებებზე დამოკიდებული“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: პრემიერი – როდესაც ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურები ახალისებენ ჩვენს ქვეყანაში „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას და პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობას, არ ვიცი, რა შეფასება შეიძლება მიეცეს ამ ყველაფერს, ორმაგი სტანდარტის მიღმაც ეს არის ძალიან მძიმე შეფასების საგანი
Next: პრემიერი – საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის, დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის, შესაბამისად ჩვენ არ ვაპირებთ ამ პოლემიკაში ჩართვას და ყველას მოვუწოდებთ, ნუ იქნებიან ასეთი პოლემიკის ინიციატორები
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.