Skip to content
16/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც ჩვენ გამოცხადებული გვაქვს შეურიგებელი ბრძოლა ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ, ეს ვაჟბატონი საუბრობს, რომ თურმე ნარკოტიკების რეალიზატორები არ უნდა იყვნენ დასჯილები. საინტერესოა „ახალი“ რას ფიქრობს ამ ყოვლად უგუნურ განცხადებაზე

მარშალ პრესი 16/11/2026
archil gorduladze2

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადება შეაფასა, რომელშიც მან ნარკოტიკების გამსაღებლებზე, ე.წ.”ბარიგებზე” ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი ციხეში არ უნდა ისხდნენ. ~
გორდულაძე მის ამ განცხადებას უგუნურს უწოდებს და აღნიშნავს, საინტერესოა პარტია „ახალი“ რას ფიქრობს ამ ყოველივეზე.

„ზურაბ ჯაფარიძე გვარამიას პარტიის ერთ-ერთი წევრი იყო და არის, თუ სწორად მახსოვს 2022 წელსაც საარჩევნო სიაშიც იყო წარმოდგენილი და საინტერესოა „ახალი“ რას ფიქრობს ამ ყოვლად უგუნურ განცხადებაზე, რაც იკადრა ზურაბ ჯაფარიძემ. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ამ ოპოზიციის, ეგრეთ წოდებული პარტიების მხარეს არ არის არავითარი ლოგიკა და მათ არ აქვთ სურვილი, საზოგადოებისთვის სასიკეთო ნაბიჯები გადადგან, ეს მათ შორის, ზურა ჯაფარიძის განცხადებითაც წარმოჩინდება. მაშინ, როდესაც ჩვენ გამოცხადებული გვაქვს შეურიგებელი ბრძოლა ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ, ეს ვაჟბატონი გამოდის და საუბრობს, რომ თურმე ნარკოტიკების გამსაღებლები და რეალიზატორები არ უნდა იყვნენ დასჯილები. თავისივე ნაბიჯებით საზოგადოებას ანახებენ, თუ რანი არიან, რა სურვილები და რა მოლოდინები აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ“,-განაცხადა გორდულაძემ.

Post navigation

Previous: გია აბაშიძე ბრიუსელის ღონისძიებაზე: საქართველოსთან შანტაჟისა და ზეწოლის ენით საუბრით ბრიუსელი ვერც შედეგს მიაღწევს და ვერც საქართველოსგან დათმობებს მიიღებს — იქ, სადაც სახელმწიფოს ღირსებას არ სცემენ პატივს და სათანადო მოწვევასაც არ გზავნიან, ფორმალურ დასწრებას აზრი არ აქვს
Next: არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობამ“ და მათთან დაკავშირებულმა პარტიების წარმომადგენლებმა ისეთი რამ იკადრეს, რომ მარტო სასამართლო სხდომაზე მათ მიერ გაკეთებული განცხადებები უკვე საკმარისია ამ პარტიების ასაკრძალად
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.