Skip to content
16/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებაზე: აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებაა. დედამიწაზე არ არსებობს არანაირი ტიპის სახელმწიფო, რომელიც ნარკოტიკების უკანონო გავრცელებას და გასაღებას არ ებრძვის

მარშალ პრესი 16/11/2026
tengiz sharmanashvili

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, შეაფასა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადება, რომელშიც მან ნარკოტიკების გამსაღებლებზე, ე.წ.”ბარიგებზე” ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი ციხეში არ უნდა ისხდნენ. შარმანაშვილი განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ჯაფარიძეს დედამიწაზე ჯერ არ არსებული სახელმწიფოს შექმნა სურს.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფო ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ ტოლერანტული იყოს, შესაბამისად, ჯაფარიძის უპასუხისმგებლო პოზიციით, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვერ იხელმძღვანელებს.

“აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებაა. დედამიწაზე არ არსებობს არანაირი ტიპის სახელმწიფო – იქნება ეს დემოკრატიული, ტოტალიტარული თუ სხვა ტიპის – რომელიც ნარკოტიკების უკანონო გავრცელებას და გასაღებას არ ებრძვის. ეტყობა, ჯაფარიძეს უნდა ყოვლად წარმოუდგენელი სახელმწიფოს შექმნა საქართველოში, დედამიწაზე ჯერ არ არსებულის. მოდი, ეს სხვაგან გააკეთოს, საქართველოს თავი დაანებოს. ასეთი მიდგომა – ყველა ტიპის ნარკოტიკის ასე თავისუფლად გაყიდვა, მით უმეტეს, ტოლერანტული დამოკიდებულება გამსაღებლებისადმი, რომლებიც უკანონოდ ავრცელებენ ამ ნარკოტიკებს, სახელმწიფო იყოს ტოლერანტული, ეს ყოვლად წარმოუდგენელია. ასეთი უპასუხისმგებლო საკითხებით ვერ იხელმძღვანელებს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება,” – განაცხადა შარმანაშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – შუა დერეფანი იქცა გლობალური სავაჭრო რუკის განუყოფელ ნაწილად და ეს ქვეყნის სტრატეგიულ როლს კიდევ უფრო მეტად ზრდის
Next: გია აბაშიძე ბრიუსელის ღონისძიებაზე: საქართველოსთან შანტაჟისა და ზეწოლის ენით საუბრით ბრიუსელი ვერც შედეგს მიაღწევს და ვერც საქართველოსგან დათმობებს მიიღებს — იქ, სადაც სახელმწიფოს ღირსებას არ სცემენ პატივს და სათანადო მოწვევასაც არ გზავნიან, ფორმალურ დასწრებას აზრი არ აქვს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.