დიდუბის რაიონის გამგეობა №22 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში განახლდება ელექტროგაყვანილობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიტარიულ კვანძებს, ბიბლიოთეკასა და მანდატურის ოთახს. ასევე, გათვალისწინებულია სკოლის ვიტრაჟების ჩანაცვლება.
სამუშაო პროცესს ადგილზე დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი მოადგილესთან ერთად გაეცნო. გამგებელი სკოლის დირექტორს შეხვდა, სადაც განიხილეს როგორც მიმდინარე სამუშაოები, ისე სკოლის სხვა პრიორიტეტული საჭიროებები, რომელთა გათვალისწინებაც გამგეობის კომპეტენციის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

