Skip to content
13/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის თხევადი ბუნებრივი აირი შეიძინა

მარშალ პრესი 13/11/2026
eurussia

მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში ევროკავშირმა რუსეთის არქტიკული პროექტის, Yamal-ის თხევად ბუნებრივ აირში დაახლოებით €8.7 მილიარდი ($9.6 მლრდ.) გადაიხადა.

სანქციების მონიტორინგის არასამთავრობო ორგანიზაცია Urgewald-ის ინფორმაციით, რომელიც ანალიტიკურ პლატფორმა Kpler-ის მონაცემებს ეყრდნობა, ევროპულმა ბლოკმა ამ რესურსში 2025 წლის სრულ მაჩვენებელზე ერთი მეხუთედით მეტი უკვე დახარჯა.

როგორც ირკვევა, ცალკეულად ოქტომბერში ევროკავშირის ქვეყნებმა 705,591 ტონა Yamal-ის თხევადი გაზი შეისყიდეს. მართალია, სექტემბერთან შედარებით ეს მოცულობა 11%-ით შემცირდა, თუმცა ფასების ზრდის გამო გადახდილი თანხა 2.6%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება იმპორტის გეოგრაფიულ განაწილებას, ოქტომბერში რუსული თხევადი გაზის მთავარი შემსყიდველი საფრანგეთი გახდა. ამ ქვეყანაზე ევროკავშირის მთლიანი შესყიდვების 70% მოვიდა – ფრანგულმა პორტებმა 7 ტვირთი მიიღეს, ესპანეთმა – 2, ხოლო ნიდერლანდებმა – 1.

თუმცა, ბელგიის ზებრიუგეს ტერმინალში, რომელიც ტრადიციულად რუსული თხევადი გაზის ერთ-ერთი წამყვანი მიმღებია, აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით არცერთი ტვირთი არ შესულა.

ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის შემსწავლელი ცენტრის, CREA-ს შეფასებით, მოსალოდნელი აკრძალვის მიუხედავად, ევროპული ბლოკი რუსული თხევადი გაზის მთავარ მყიდველად რჩება და რუსეთის მთლიანი ექსპორტის თითქმის ნახევარს ითვისებს.

ცნობისთვის, რუსული გაზის იმპორტზე ევროკავშირის სრული აკრძალვა ძალაში ორ თვეზე ნაკლებ დროში, იანვარში შევა. ეს გადაწყვეტილება კი რუსულ ენერგორესურსებზე ევროპის დამოკიდებულების დასრულებასა და კრემლის სამხედრო შემოსავლების შემცირებას ისახავს მიზნად.

Post navigation

Previous: “ქართული ოცნების” დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დღეს სრულდება
Next: პენიტენციური სამსახურის ყოფილ დირექტორს და კიდევ 6 პირს ბრალდება წარედგინა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.