Skip to content
12/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე – დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა, კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ერთგულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების, ასევე დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართ

მარშალ პრესი 12/11/2026
irakli kobakhidze11
დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე – დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების ერთგულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებასთან დაკავშრებით.
„დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე – დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა. განვიხილეთ ევროპის უსაფრთხოების ცვალებადი გარემო და არსებული გამოწვევები. ყურადღება გავამახვილე საქართველოს ძალისხმევაზე ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ერთგულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების, ასევე დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართ“, – აღნიშნავს პრემიერი.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – EPC-ს სამიტის ფარგლებში საშუალება მქონდა, სიტყვით გამოვსულიყავი მრგვალი მაგიდის ფორმატში, გავსაუბრებოდი სხვადასხვა ლიდერს, ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, სადაც კონკრეტული საკითხები განვიხილეთ – ეს სამიტი არის ძალიან კარგი ფორმატი, სადაც გვაქვს ჩვენს კოლეგებთან საუბრის საშუალება და ამ ფორმატს მაქსიმალურად ვიყენებთ
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.