Skip to content
12/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მოსამართლე ევა გოცირიძე: გირგვლიანის გარდა, წარსულის არცერთი გახმაურებული მკვლელობა და ძალადობის საქმე არ გამოუძიებიათ, ყველა მათგანზე განაჩენი 2012 წლის შემდეგ დადგა

მარშალ პრესი 12/11/2026
eva gotsiridze

ყველასათვის ცნობილი საქმეები: ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე, გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, ცინდელიანისა და ქარდავას მკვლელობის საქმე, ომის ვეტერანებზე ძალადობის საქმე, 26 მაისის საქმე, ყინწვისის ოპერაციის საქმე, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმე, ევგენი და ომეხ აფრასიძეების საქმე, 7 ნოემბრის საქმე, ლაფანყურის ოპერაციის საქმე, ამ საქმეებიდან რომელიც უმეტესი შემთხვევა არის მკვლელობა და თითქმის ყველა, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, დამთავრდა ადამიანის სიკვდილით, – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ.

გოცირიძის თქმით, ამ მძიმე საქმეებიდან, გირგვლიანის მკვლელობის გარდა, არცერთის გამოძიება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს არ მომხდარა და განაჩენები მხოლოდ 2012 წლის შემდეგ დადგა. ამასთან, როგორც მოსამართლემ აღნიშნა, დანაშაულებში მხილებული და სერიოზული წვლილის მქონე პირები , ახალაია, კოდუა, ქაჯაია, მიქაძე, ფირცხალავა, მეგის ქარდავა და სხვები, პრეზიდენტის მიერ იყვნენ დაჯილდოებულები.

„ეს ყველასათვის ცნობილი საქმეები და რომელიც მათ შორის კომისიის დასკვნაშიც არის მითითებული, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე, გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, ხუბულოვი, ვაზაგაშვილის აფეთქების საქმე, ცინდელიანისა და ქარდავას მკვლელობის საქმე, ვალერი გელაშვილზე ძალადობის საქმე, მალხაზ აზარაშვილსა და ზაზა მესხზე ძალადობის საქმე, ვამეხ აბულაშვილსა და კახაბერ დაბრუნდაშვილზე ძალადობის საქმე, კობა დავითაშვილზე ძალადობის საქმე, 15 ივნისის საქმე, ომის ვეტერანებზე ძალადობის საქმე, 26 მაისის საქმე, ყინწვისის ოპერაციის საქმე, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმე, ევგენი და ომეხ აფრასიძეების საქმე, 7 ნოემბრის საქმე, ლაფანყურის ოპერაციის საქმე, ამ საქმეებიდან რომელიც უმეტესი შემთხვევა არის მკვლელობა და ყველა არის ძალადობა ხომ, რომელიც თითქმის ყველა, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, დამთავრდა ადამიანის სიკვდილით აერთიანებთ რამდენიმე მახასიათებელი. პირველი, ისინი ჩადენილია სახელმწიფოს აგენტის, სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ, მეორე ის, რომ არცერთი საქმის გამოძიება და მსჯავრდება დამნაშავისა გარდა გირგვლიანის მკვლელობისა არ მოხდა თქვენი მმართველობის დროს და ყველა საქმეზე განაჩენი დადგა 2012 წლის შემდეგ როცა დაიწყო გამოძიებები და ასე შემდეგ, და კიდევ მესამე გარემოება, რომელსაც ყოველივე ამას თან ახლავს ის რომ აი ამ მკვლელობებში ვიცი რომ შემდეგი იქნა ასე ვთქვათ მსჯავრდებული და მისი სერიოზული წვლილი დადგინდა ახალაია, კოდუა, ქაჯაია, მიქაძე, ფირცხალავა, მეგის ქარდავა და ასე შემდეგ ისინი იქნენ დაჯილდოებული პრეზიდენტის მიერ,“- განაცხადა გოცირიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას, ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის საქართველოს პერსპექტივიდან ვეცდებით, დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და ტენდენციები
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე EPC-ის სამიტში მონაწილეობს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.