დიდუბის რაიონის გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, თევდორე მღვდლის ქუჩა N13-ში, 2 300 კვ.მ ფართობზე, დაზიანებული სახურავისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაციას ახორციელებს.
სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამჟამად კიდევ სამ მისამართზე მიმდინარეობს. პროექტების საერთო ღირებულება 308 730 ლარს შეადგენს.
დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი, მოადგილე მამუკა ვეკუასთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეხვდა.
სახურავების რეაბილიტაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა“ მოსახლეობის აუცილებელ საჭიროებებზე რეაგირებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ემსახურება.
