Skip to content
12/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში მჯდომარე ფრენბურთისა და პარაკალათბურთის ტურნირი გაიმართა

მარშალ პრესი 12/11/2026
055

წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით მჯდომარე ფრენბურთისა და პარაკალათბურთის ტურნირი გაიმართა.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. პარაკალათბურთის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს პირველი ქვეითი და მეხუთე საარტილერიო ბრიგადების გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბული მატჩის შედეგად გარდამავალი თასი მეხუთე საარტილერიო ბრიგადის გუნდმა მოიპოვა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები პირველი ქვეითი ბრიგადისა და გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტოს გუნდებმა გადაინაწილეს.

მჯდომარე ფრენბურთის ფინალში ერთმანეთს მეოთხე ქვეითი და მეექვსე საარტილერიო ბრიგადების გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება მეოთხე ქვეითი ბრიგადის გუნდმა მოიპოვა და წინა წლის ტურნირზე მოპოვებული ჩემპიონის ტიტული წარმატებით შეინარჩუნა. მეორე და მესამე ადგილები მეექვსე საარტილერიო და პირველი ქვეითი ბრიგადების გუნდებმა გადაინაწილეს. ტურნირის გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები მედლებითა და გარდამავალი თასებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობაა.

Post navigation

Previous: არჩილ გორდულაძე: ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის უფრო მიზანშეწონილია, ისეთი ოპონენტი გყავდეს, რომელზეც ყველამ ყველაფერი იცის და ჩვენი მხარდაჭერა გაცილებით დიდია, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან კი არ შემოგვაქვს სარჩელი, არამედ იმ ვალდებულებიდან, რომელსაც კონსტიტუცია გვავალდებულებს
Next: პრემიერი – ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რაც მნიშვნელოვანწილად ევროპის სივრცეში მიმდინარე ომებსაც უკავშირდება, მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავაც გვსურს, ტრადიციული ევროპის ნაწილი ვიყოთ
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.