Skip to content
12/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განვიხილეთ საპარლამენტო ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები

მარშალ პრესი 12/11/2026
nino tsilosani

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში იგი ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა.

როგორც წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

„ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შევხვდით ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, პენ ცინხუას.

შეხვედრაზე განვიხილეთ საპარლამენტო ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები, ვაჭრობის, ტურიზმის, ტექნოლოგიების, განათლებისა და პოლიტიკური თანამშრომლობის სფეროებში მიღწეული პროგრესის საფუძველზე“, – წერს ნინო წილოსანი.

Post navigation

Previous: თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო განხილვებზე: კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენელთა მხრიდან არაერთი მცდელობა იყო, რომ ეს პროცესი პოლიტიკურ შოუში გადაეზარდათ
Next: ზაალ მიქელაძე მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზაშვილზე თავდასხმაზე: ჩემი მხარდაჭერა მერაბს და საბას – თქვენი ბრძოლა იყო სამართლიანი და თქვენ ჩვენთან ერთად გაიმარჯვეთ
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.