Skip to content
12/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

დიდუბეში, ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია – ახალი დეტალები

მარშალ პრესი 12/11/2026
50540

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება ცოლ-ქმრის, ნანა ფირანიშვილისა და სოსო სუჯაშვილის მკვლელობა.

გამოძიების ცნობით,  ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, თბილისში, – ცოლ-ქმარს, მათივე საცხოვრებელ კორპუსში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტოზე – მოკლული ცოლ-ქმარი – ნანა ფირანიშვილი და სოსო სუჯაშვილი

Post navigation

Previous: პრემიერი – ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა ტენდენცია, როდესაც საქართველოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობამ ქვეყნიდან გასული მოქალაქეების რაოდენობას გადააჭარბა, ეს ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის სწრაფი ზრდის შედეგია
Next: “ქართული ოცნების” დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.