Skip to content
12/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ღირებულებას წარმოადგენს ევროპა და ევროპული ფასეულობები და არა კონკრეტული პოლიტიკოსები თუ ბიუროკრატები, რომლებიც დღეს ამ ინსტიტუტებს წარმოადგენენ, ჩვენთვის ევროპა ევროპული ფასეულობებია, ევროპული ტრადიციები, ევროპული კულტურა

მარშალ პრესი 12/11/2026
cffae266-54bc-4b51-ae0d-14dbfd7137ed

ჩვენთვის ევროპა, უპირველეს ყოვლისა, ევროპული ფასეულობებია, ევროპული ტრადიციები, ევროპული კულტურა და ცივილიზაცია. სწორედ ამიტომ გვსურს, გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი, მისი განუყოფელი შემადგენელი ნაწილი, რადგან ჩვენთვის ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს ირჩევენ, ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იკავებენ თანამდებობებს, შემდეგ კი მიდიან, მაგრამ ევროპა და ევროკავშირი დარჩება.

„შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რატომ გვსურს ევროკავშირის წევრობა, თუ ჩვენგან ომის დაწყებას მოითხოვენ ან ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში ერევიან? ჩვენთვის ღირებულებას წარმოადგენს ევროპა და ევროპული ფასეულობები და არა კონკრეტული ადამიანები – პოლიტიკოსები თუ ბიუროკრატები, რომლებიც დღეს ამ ინსტიტუტებს წარმოადგენენ. ჩვენთვის ევროპა, უპირველეს ყოვლისა, ევროპული ფასეულობებია, ევროპული ტრადიციები, ევროპული კულტურა და ცივილიზაცია. სწორედ ამიტომ გვსურს, გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი, მისი განუყოფელი შემადგენელი ნაწილი, რადგან ჩვენთვის ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს ირჩევენ, ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იკავებენ თანამდებობებს, შემდეგ კი მიდიან, მაგრამ ევროპა და ევროკავშირი დარჩება. ჩვენთვის ევროპული სივრცის განუყოფელ ნაწილად ყოფნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. ეს ჩვენი სურვილი მრავალი საუკუნის განმავლობაში იყო და იგი ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენს ტრადიციებში, კულტურასა და ქრისტიანულ მემკვიდრეობაში. სწორედ ამიტომ გვაქვს ასეთი მტკიცე სურვილი, გავხდეთ ევროპული სივრცისა და ევროკავშირის ნაწილი.
ამასთან, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და გვჯერა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას შეცვლიან. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ისინი აღარ ჩაერევიან ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში და აღარ შეეცდებიან, საქართველოს არასასურველი სცენარებისკენ უბიძგონ“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

Post navigation

Previous: საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP31) მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა
Next: ირაკლი კობახიძე – ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ ძალები, რომელთა ინტერესშიც მისი დაწყება შედიოდა, ანალოგიურად ვფიქრობ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომზეც, სამწუხაროდ, არსებობდნენ გავლენიანი ადამიანები, რომლებსაც ამ ომების თავიდან აცილება არ სურდათ
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.