Skip to content
11/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ პაატა მანჯგალაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას

მარშალ პრესი 11/11/2026
penitenciuri samsaxuri

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ პაატა მანჯგალაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსჯავრდებულს №8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ დაწესებულების დერეფანში გადაადგილებისას ე.წ. კრიმინალური მენტალიტეტის პატიმარი შეახვედრა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების მიზნით.

ჩვენს კითხვაზე, უწყებაში განმარტეს, რომ ოჯახის მიერ 10 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მოხდა მსჯავრდებულის გამოკითხვა. პაატა მანჯგალაძემ წერილობით თავადვე დაადასტურა, რომ 10 ნოემბერს ჰქონდა შეხვედრა ადვოკატთან და ასევე ისარგებლა ხანმოკლე პაემნით. მისი განმარტებით, ამ პერიოდში მის მიმართ მუქარას, ან რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. გამოკითხვაში, მსჯავრდებულმა მიუთითა, რომ წარსულში, კიბის უჯრედთან გადაადგილების დროს მისთვის უცნობი პატიმარი დაინტერესდა, თუ რომელ საკანში იმყოფებოდა, თუმცა, აღნიშნულ კომუნიკაციას გაგრძელება აღარ მოჰყოლია. შესაბამისად, საუბარი რაიმე ტიპის ზეწოლაზე არის სპეკულაცია და სიცრუე.

Post navigation

Previous: გიორგი კახიანი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას მთავრობის მიმართ ოპოზიციის მოთხოვნებზე: ხელისუფლებას მიზანმიმართულად სთხოვდნენ ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც საფრთხის შემცველი იქნებოდა ტერიტორიული მთლიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის
Next: თორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.