Skip to content
22/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სულისკვეთება დოკუმენტის არის, რომ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია. სინამდვილეში, თვითონ ამ დოკუმენტმა და გადაწყვეტილებამ გააღვივა ქვეყანაში პოლარიზაცია

მარშალ პრესი 13/07/2022
ირაკლი კობახიძე

ერთი საინტერესო რამე, რაც უნდა აღინიშნოს დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით – პირველივე პუნქტი, რომელიც არის აღნიშნული ევროკომისიის დოკუმენტში არის სწორედ დეპოლარიზაცია.
თუმცა, ამ დოკუმენტმა და გადაწყვეტილებამ თავისთავად გააღრმავა პოლარიზაცია, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ის ეთერში.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, დოკუმენტმა რადიკალურ ოპოზიციას მისცა პოლარიზაციის გაღვივების შესაძლებლობა.

„დოკუმენტმა რადიკალაურ ოპოზიციას პოლარიზაციის გაღვივების საშუალება მისცა, ანუ საითკენაც მოგვიწოდებს ეს დოკუმენტი და გადაწყვეტილება, ზუსტად იმის საპირისპირო რამე გააღვივა, სამწუხაროდ. არ ვიცი, რატომ არ ქონდათ, თუ ვერ ქონდათ გათვლილი ეს ევროკავშირში. ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი ასეთია. ანუ, სულისკვეთება დოკუმენტის არის, რომ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია. სინამდვილეში, თვითონ ამ დოკუმენტმა და გადაწყვეტილებამ გააღვივა ქვეყანაში პოლარიზაცია. რა თქმა უნდა, ამასაც უნდა შეხედოს ევროკავშირმა სამომავლოდ, როდესაც გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ირაკლი კობახიძე: ქალბატონ რასას განცხადება უბრალოდ სამარცხვინო იყო
Next: ირაკლი კობახიძე ყაველაშვილის წერილზე: სწორედ ამის გვეშინოდა. ამ ღია წერილით ჭრილობა გაიხსნა, დახურული არ არის და, შესაბამისად, საზოგადოებაში შეიძლება გაურკვევლობა გამოიწვიოს ამ ყველაფერმა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025