Skip to content
11/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან რეგიონში მიმდინარე საკითხები განიხილა

მარშალ პრესი 11/11/2026
899329935_1672410457768006_8798005345846863694_n

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან რეგიონში მიმდინარე საკითხები განიხილა.

შეხვედრაზე თვითმმართველობების 2027 წლის ბიუჯეტების ფორმირებაზე ისაუბრეს. განიხილეს პრიორიტეტების დოკუმენტი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან კონსულტაციით ადგენს.

„მუნიციპალიტეტები მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირების დასკვნით ეტაპზე გადადიან. პროცესში მონაწილე ყველა მხარე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად არის ჩართული, რათა საბოლოოდ მივიღოთ ისეთი დოკუმენტი, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები და ადმინისტრაციული ერთეულების განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული“, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

Post navigation

Previous: ჩვენ ვართ პირველები, რომლებიც ვითხოვთ მართლმსაჯულების აღსრულებას. ეს არის განსხვავება პასუხისმგებლიან ხელისუფლებასა და არაკონსტიტუციური პარტიის ქმედებას შორის
Next: ზაალ მიქელაძე: ბიუჯეტის დაკორექტირებულ პროექტშიც არ არის გათვალისწინებული მარჩენალდაკარგული ბავშვებისა და რეზიდენტების მიზნობრივი დაფინანსება – ამ საკითხებზე მინდა მოვისმინო თქვენი პოზიცია
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.