Skip to content
11/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი კახიანი: არაკონსტიტუციური ქმედებები კომპლექსურად უნდა შეფასდეს და არა ცალკეული ფაქტების მიხედვით

მარშალ პრესი 11/11/2026
giorgi kaxiani

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ მოპასუხე პოლიტიკური პარტიებისთვის არაკონსტიტუციურად შერაცხული ქმედებები კომპლექსურ შეფასებას საჭიროებს.

მისი განმარტებით, დავის საგანი არ არის ბოიკოტი ან არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება, რაც პოლიტიკური კონკურენციისა და დემოკრატიის ნაწილია. კახიანის თქმით, მნიშვნელოვანია ამ ქმედებების მიზანი, ხასიათი და მათი განგრძობადობა.

„ქმედებები, რომლებიც მოპასუხე პარტიებს არაკონსტიტუციურად შეერაცხათ, კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. ეს არ არის ერთი კონკრეტული ქმედება, რომელიც შესაძლოა კონსტიტუციურ ფარგლებში ჯდებოდეს. როდესაც ვსაუბრობთ ბოიკოტზე ან არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებაზე, ცხადია, ეს პოლიტიკური კონკურენციისა და დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია. პოლიტიკურ პარტიებს აქვთ პოლიტიკური თავისუფლება, არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადონ და ამაში მათ არავინ ედავება.
აქ საუბარია იმაზე, თუ რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი და როგორი ხასიათი აქვს ამ ქმედებებს. მნიშვნელოვანია, რომ ისინი დროში განგრძობადი და უწყვეტი ხასიათისაა და არა ერთჯერადი. გარდა ამისა, ამ ქმედებებს თან ახლდა არა მხოლოდ ძალადობისკენ მოწოდებები, არამედ კონკრეტული ძალადობრივი ფაქტებიც, მათ შორის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის კონტექსტში.

არაკონსტიტუციური ქმედებები სწორედ ამ ერთობლიობაში უნდა დავინახოთ და არა რომელიმე ერთი კონკრეტული ფაქტის ჭრილში. ამ საკითხითაც მანიპულირებდა მოპასუხე მხარე, თითქოს ჩვენ მათ სწორედ ერთ კონკრეტულ ქმედებას ვედავებოდით. რეალურად, ჩვენი დავის საგანია განგრძობადი და უწყვეტი ხასიათის ქმედებები, რომლებიც კონკრეტული მტკიცებულებებით არის დადასტურებული.“ – განაცხადა კახიანმა.

Post navigation

Previous: ზურაბ ქადაგიძე: როდესაც დაკავშირებადობაზე და შუა დერეფანზე ვსაუბრობთ, ამ დროს სასაზღვრო ზოლზე ამორტიზებული გზების არსებობა მიუღებელია და საერთაშორისო პრესტიჟის საკითხიცაა. გათვალისწინებულია თუ არა ბიუჯეტში გზის სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა?
Next: ჩვენ ვართ პირველები, რომლებიც ვითხოვთ მართლმსაჯულების აღსრულებას. ეს არის განსხვავება პასუხისმგებლიან ხელისუფლებასა და არაკონსტიტუციური პარტიის ქმედებას შორის
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.