Skip to content
11/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: თუ თითოეული პარტია ქმედითად არ გაემიჯნება ამ ყველაფერს და არ დააფიქსირებს პოზიციას, რომ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები ირღვეოდა, ხოლო ამ ყველაფრის მიუხედავად, ასეთ პარტიასთან კოალიციას შექმნის, ამით პასუხისმგებლობას იღებს იმ ქმედებებზე, რომლებიც კონკრეტულ პარტიას-„ნაციონალურ მოძრაობას“, აქვს ჩადენილი

მარშალ პრესი 11/11/2026
archil gorduladze

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ მიმდინარე განხილვისას განაცხადა, რომ პარტიები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას ქმნიან და არ ემიჯნებიან მის წარსულ საქმიანობას, ამ პარტიის მიერ ჩადენილ ქმედებებზე პასუხისმგებლობას იღებენ.

მისი თქმით, თუ პარტიები მკაფიოდ არ გაემიჯნებიან 2004 – 2012 წლებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და ამ ფონზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას შექმნიან, ეს თავდაცვითი დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს ეწინააღმდეგება.

„ თუ თითოეული პარტია ქმედითად არ გაემიჯნება ამ ყველაფერს, არ იტყვის, რომ მსგავსი რამ ბუნებაში არ უნდა მომხდარიყო და მკაფიოდ არ დააფიქსირებს პოზიციას, რომ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები ირღვეოდა, ხოლო ამ ყველაფრის მიუხედავად, ასეთ პარტიასთან კოალიციას შექმნის, ამით პასუხისმგებლობას იღებს იმ ქმედებებზე, რომლებიც კონკრეტულ პარტიას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, აქვს ჩადენილი.

სხვა განმარტების შემთხვევაში გამოდის, რომ არც თავდაცვითი დემოკრატია არსებობს, არც დემოკრატიის პრინციპები და არც სამართლებრივი სახელმწიფო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება, რომ ერთმა პარტიამ ჩაიდინოს დანაშაული, შემდეგ კი მასთან ახლადაღმოცენებული პარტიები გაერთიანდნენ და კვლავ ფეხქვეშ გათელონ დემოკრატია, დაარღვიონ მისი პრინციპები ისე, რომ თავდაცვითი დემოკრატიის ცნებასა და პრინციპს არსებობის შესაძლებლობაც აღარ დარჩეს“ ,- განაცხადა გორდულაძემ.

 

Post navigation

Previous: საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
Next: არჩილ გორდულაძე: როდესაც პარტიები დოკუმენტურად ადასტურებენ, რომ მათი მიზანია კოალიციური მთავრობის შექმნა, ამასთან, გამორიცხავენ ჩვენი პარტიის მიერ ფორმირებულ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მონაწილეობას, ეს ადასტურებს, რომ ისინი როგორც ერთიანი ორგანიზმი ისე მოქმედებდნენ
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.