Skip to content
11/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი მეუფე იობს: ადამიანებს რწმენა დაუწუნეთ, საკუთარ თანამოსაგრეებს გამბედაობა და მრევლსაც ზემოდან შეხედეთ. ოლიმპოდან თუ ჩამობრძანდებით და ისევ ამბიონზე დადგებით, იქნებ აგვიხსნათ, რა გაძლევთ ამდენი ადამიანის განსჯის უფლებას

მარშალ პრესი 11/11/2026
nikoloz metreveli

ამ განცხადებით, მეუფე იობ, ერსაც შეურაცხყოფა მიაყენეთ და ბერსაც. ადამიანებს რწმენა დაუწუნეთ, საკუთარ თანამოსაგრეებს გამბედაობა და მრევლსაც ზემოდან შეხედეთ. ოლიმპოდან თუ ჩამობრძანდებით და ისევ ამბიონზე დადგებით, იქნებ აგვიხსნათ, რა გაძლევთ ამდენი ადამიანის განსჯის უფლებას, – წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში მიტროპოლიტ იობის ქადაგების შესახებ, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას „ურწმუნო“ უწოდა.

მეტრეველი აცხადებს, რომ მსგავსი ტონით მთელ ქვეყანასთან საუბარი და ადამიანების რწმენის, სინდისისა და თანამოსაგრეების განსჯა მიუღებელია. მეტრეველის თქმით, ხელისუფლებისთვის „ურწმუნოს“ წოდებას, სახელმწიფო დაფინანსების კრიტიკას საფუძვლიანი საბუთები და ახსნა სჭირდება.

„მეუფე იობ, ისეთი ტონით ელაპარაკებით მთელ ქვეყანას, ეტყობა, თავი ოლიმპოს მთაზე გგონიათ. იქიდან, როგორც ჩანს, მშვენივრად არჩევთ, ვის რა სწამს, ვის რამდენი სინდისი აქვს და ვინ რა თანხის მიღების შემდეგ გაჩუმდება.

ხელისუფლებას ერთიანად „ურწმუნო“ უწოდეთ. თუ რომელიმე გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებით, დაასახელეთ და გვითხარით, რა არის მასში მიუღებელი. ადამიანების რწმენაზე განაჩენის გამოტანას რა საფუძველი აქვს? მიტროპოლიტის ხარისხი სხვის გულში ჩახედვის უნარსაც ხომ არ გაძლევთ?

სახელმწიფო დაფინანსებას ეკლესიისა და ხელისუფლების „შერწყმის“ მცდელობად მიიჩნევთ. მაშინ გვითხარით, რომელ საეკლესიო გადაწყვეტილებაზე მოახდინა ხელისუფლებამ გავლენა დაფინანსების მეშვეობით?

შემდეგ საკუთარ თანამოსაგრეებსაც გადასწვდით. თქვენი მსჯელობიდან გამოდის, რომ სასულიერო პირს პირობები თუ გაუუმჯობესდა, სიმართლის თქმაც გაუჭირდება. თუ იცით, ვის მოსთხოვეს გაჩუმება და რის სანაცვლოდ, დაასახელეთ. დაფინანსების წესზე დავა შეიძლება. მთელი სამღვდელოების სინდისზე ასეთი ტონით ლაპარაკს კი საბუთი სჭირდება.
შესაწირის აპარატსაც გადასწვდით. ადამიანს კეთილი საქმისთვის ხუთი ლარის გაღება უნდა და ბარათს იყენებს. ამ ამბავშიც პრობლემა იპოვეთ. თქვენი მსჯელობით, მადლს, ეტყობა, მონეტის ჟღარუნიც სჭირდება.

ამ განცხადებით, მეუფე იობ, ერსაც შეურაცხყოფა მიაყენეთ და ბერსაც. ადამიანებს რწმენა დაუწუნეთ, საკუთარ თანამოსაგრეებს გამბედაობა და მრევლსაც ზემოდან შეხედეთ. ოლიმპოდან თუ ჩამობრძანდებით და ისევ ამბიონზე დადგებით, იქნებ აგვიხსნათ, რა გაძლევთ ამდენი ადამიანის განსჯის უფლებას.“- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: მღვდელმთავარი, რომლის ეპარქიის გარშემოც ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეები სროლებთან, სასოფლო-სამეურნეო მიწების მიტაცებასთან, ხელს უწვდის სააკაშვილის პოლიტიკურ ძალას, რომელიც თავად ამხელდა მას
Next: პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.