Skip to content
11/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზაალ ანჯაფარიძე მიტროპოლიტ იობის განცხადებაზე: ღია ტექსტით ხელისუფლების შეცვლის მოწოდება მაღალი რანგის სასულიერო პირისგან სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში სიტუაციის კიდევ ერთხელ ადუღების მცდელობა

მარშალ პრესი 11/11/2026
zaal anjaparidze

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიტროპოლიტ იობის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, „დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება“ და „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ამ ხელისუფლებამ თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა“.

ანჯაფარიძის შეფასებით, ძალიან გაუჭირდათ იქითა ბანაკში და მათი აზრით უფრო წონიანი “ავტორიტეტების” გამოგორება დაიწყეს. მისივე თქმით, სად უნდა ეძებნათ ასეთები სხვაგან, თუ არა სასულიერო პირთა რიგებში.

„ძალიან გაუჭირდათ იქითა ბანაკში და მათი აზრით უფრო წონიანი “ავტორიტეტების” გამოგორება დაიწყეს. სად უნდა ეძებნათ ასეთები სხვაგან, თუ არა სასულიერო პირთა რიგებში.
ღია ტექსტით ხელისუფლების შეცვლის მოწოდება მაღალი რანგის სასულიერო პირისგან სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში სიტუაციის კიდევ ერთხელ ადუღების მცდელობა. დესერტად სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა.

მიტროპოლიტს არ აწყენდა საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის გაცნობა და ასევე სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონკორდანტის გახსენება.“ – წერს ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: გია აბაშიძე: დასანანი და შემაშფოთებელია, როდესაც მიტროპოლიტი იობი ამბიონს პოლიტიკური განცხადებების პლატფორმად იყენებს
Next: დავით ქართველიშვილი: მღვდელმთავარი, რომლის ეპარქიის გარშემოც ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეები სროლებთან, სასოფლო-სამეურნეო მიწების მიტაცებასთან, ხელს უწვდის სააკაშვილის პოლიტიკურ ძალას, რომელიც თავად ამხელდა მას
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.