Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არსებობს ძალიან დიდი შანსი იმისა, რომ ჩვენ 2023 წელს მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი, არავითარი ისტორიული შანსი არ დაგვიკარგავს და ეს არის სპეკულაცია

მარშალ პრესი 13/07/2022
ირაკლი კობახიძე

არსებობს ძალიან დიდი შანსი იმისა, რომ ჩვენ 2023 წელს მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ 2024 წელს გვქონდა დაგეგმილი განაცხადის შეტანა და ველოდებოდით, რომ იქიდან ორ წელიწადში მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, როგორც ეს სტანდარტული პრაქტიკით არის გათვალისწინებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ასეთი იყო გეგმა, 2024-ში განაცხადის შეტანა და 2026-ში სტატუსის მიღება. ვხედავთ, რომ ეს ყველა შემთხვევაში დაჩქარდება. საუბარია უკვე 2023 წელზე და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს უკვე მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. არავითარი ისტორიული შანსი არ დაგვიკარგავს და ეს არის სპეკულაცია. ზუსტად ასეთივე 12 პუნქტი ევროკავშირმა დაუდგინა მოლდოვასა და უკრაინასაც. აბსოლუტურად იდენტურია რეალურად ვითარება, ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ჩვენ ამ პუნქტების შესრულების შემდეგ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. უკრაინა და მოლდოვა თუ იმ პუნქტებს არ შეასრულებენ შეიძლება მათი სტატუსი გადაიხედოს. ეს არის ერთადერთი განსხვავება, თუმცა არსებითად შესაკრებთა გადანაცვლების ვარიანტია“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ნოდარ მელაძემ სოსო გოგაშვილთან ახლო კავშირი ირიბად დაადასტურა
Next: ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე სერიოზულად დაიწყებს სანქციებზე საუბარს, მაშინ ღრმავდება ეჭვები, რომ ვიღაცას რაღაც განსაკუთრებული უნდა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისგან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025