Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბუნებრივია, კანდიდატის სტატუსი პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, თუმცა საინტერესოა, რომ არავითარი მატერიალური პრივილეგიები კანდიდატის სტატუსს არ მოაქვს

მარშალ პრესი 13/07/2022
ირაკლი კობახიძე

ბუნებრივია, კანდიდატის სტატუსი პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, თუმცა საინტერესოა, რომ არავითარი მატერიალური პრივილეგიები კანდიდატის სტატუსს არ მოაქვს. აქედან გამომდინარე, კანდიდატის სტატუსის მიღების დროს არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, კანდიდატი, პოტენციური კანდიდატი და ასოცირებული ქვეყნები ევროკავშირისგან ზუსტად იგივე მატერიალურ სარგებელს იღებენ.

კობახიძემ კომენტარი ევროკომისიის მიერ გაფართოების პაკეტის ანგარიშის გამოქვეყნების ახალ ვადაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ რეალურად საქართველოსთვის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისთვის 6-თვიანი ვადის დაწესების უკან არანაირი ლოგიკა არ იდგა.

„უპრეცედენტო იყო ეს 6-თვიანი ცაიტნოტი. არცერთი ქვეყნის შემთხვევაში ასეთი რამ არასოდეს ყოფილა დადგენილი, ვგულისხმობ პოტენციურ კანდიდატ ან ასოცირებულ ქვეყნებს. ჩვენს შემთხვევაშიც გაუგებარი იყო რატომ იყო ამ 6-თვიანი ვადის დადგენის საჭიროება. როგორც ჩანს, დღეს გადაიაზრა ევროკომისიამ ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში ყველაფერი გაჰყვა იმ ლოგიკას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ცაიტნოტის საჭიროება არ არსებობს“, – განაცხადა კობახიძემ.

გაფართოების პაკეტზე ანგარიშს ევროკომისია 2023 წელს მოამზადებს.

Post navigation

Previous: დიმიტრი ხუნდაძე: დღეს ევროპარლამენტმა აღიარა, რომ ვიყავით მართლები – ექვსთვიან ვადას ჩვენ „ხაფანგი“ დავარქვით
Next: ნოდარ მელაძემ სოსო გოგაშვილთან ახლო კავშირი ირიბად დაადასტურა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.