Skip to content
10/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: მოპასუხე მხარე ცდილობს, სასამართლო პროცესში დისონანსი შეიტანოს

მარშალ პრესი 10/11/2026
archil gorduladze

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ მოპასუხე მხარე პროცესის მიმდინარეობის ხელოვნურად დაძაბვისა და დისონანსის შეტანის მცდელობაში დაადანაშაულა.

მისი განცხადებით, რვადღიანი სასამართლო პროცესიდან ხუთი დღე ერთი და იმავე ფაქტების უტრირებას, არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და განმეორებით განცხადებებს დაეთმო.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ ეს მისთვის არახელსაყრელია და ახლა ყველანაირად ცდილობს, სასამართლო პროცესში დისონანსი შეიტანოს.

„რვა დღის განმავლობაში ვაკვირდებოდით სასამართლო პროცესს. ამ რვა დღიდან ხუთი დღის განმავლობაში ერთი და იმავე ფაქტების უტრირებას, მათ შორის, არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და ერთი და იმავე საკითხების გამეორებას ვისმენდით. თქვენც მიეცით ამასთან დაკავშირებით შენიშვნა, თუმცა ეს მაინც გაგრძელდა. ჩემი გადმოსახედიდან, სასამართლო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ ეს მისთვის არახელსაყრელია და ახლა ყველანაირად ცდილობს, სასამართლო პროცესში დისონანსი შეიტანოს. ეს არის ერთი საკითხი, რომლის დაფიქსირებაც აუცილებლად მინდოდა“ – განაცხადა გორდულაძემ.

Post navigation

Previous: შოთა თხელიძე: პატარა ქვეყნის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რომ დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს შორის მსხვერპლის პოზიციაში არ აღმოჩნდეს
Next: საქართველოს, აზერბაიჯანის, ბულგარეთისა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.