Skip to content
10/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

წიწამურში 2024 წელს მომხდარი აფეთქების საქმე გახსნილია

მარშალ პრესი 10/11/2026
shss

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წელს წიწამურთან მომხდარი აფეთქების საქმე გახსნა. სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს, რომელსაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ჯანმრთელობის დაზიანება ედება ბრალად.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 2024 წლის 5 ნოემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურის მიმდებარედ, საავტომობილო გზასთან უკანონოდ შეძენილი ხელყუმბარა დაამონტაჟა. მისი მტკიცებით, ორი მოქალაქე აღნიშნულ ადგილზე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა.

მათი მისვლის შემდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აფეთქების შედეგად ერთი მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული 9 ნოემბერს თბილისში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ნემო ბურჭულაძის გარდაცვალების გამო, ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა ეროვნული მოძრაობის გამორჩეული წარმომადგენელი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი და ჭეშმარიტი პატრიოტი
Next: ზურაბ ქადაგიძე: როდესაც ქვეყანას გააჩნია მზარდი ეკონომიკური რესურსი, დაუშვებელია დაზოგვა ვეტერანებზე, ბავშვებსა და მომავალ ექიმებზე
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.