საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და მათი აკრძალვის საკითხზე განხილვა დღეს, 10 ნოემბერს განახლდა.
საქმე „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის კონსტიტუციურ სარჩელს ეხება. მოსარჩელეები მოითხოვენ პარტიების — „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ — საქმიანობის კონსტიტუციურობის შეფასებას.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, სხდომა 12:00 საათზე განახლდა. განხილვა ასევე დაგეგმილია 11, 12 და 13 ნოემბერს.
სარჩელთან დაკავშირებული სხდომა, რომელიც 9 ნოემბერს უნდა გამართულიყო, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.
