Skip to content
10/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ათენში ნაგვის ურნასთან, ჩემოდანში 24 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს, რომელსაც ფეხები შეკრული ჰქონდა

მარშალ პრესი 10/11/2026
202

ათენში ნაგვის ურნასთან, ჩემოდანში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს — გარდაცვლილი ბურკინა-ფასოს მოქალაქეა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში შემზარავი შემთხვევა მოხდა. აგიოს პანტელეიმონასის რაიონში, ნაგვის ურნის გვერდით დატოვებულ ჩემოდანში ახალგაზრდა ქალის ცხედარი აღმოაჩინეს.

შემთხვევა 8 ნოემბერს მოხდა. ჩემოდნიდან მძაფრი სუნი გამვლელმა იგრძნო, რომელმაც პოლიციას შეატყობინა. სამართალდამცველებმა ადგილზე მისვლის შემდეგ ჩემოდანში ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

გარდაცვლილი 24 წლის ქალი აღმოჩნდა, რომელიც ბურკინა-ფასოს მოქალაქეა. მისი იდენტიფიცირება თითის ანაბეჭდებით მოხერხდა. ქალი დაკარგულად 29 ოქტომბერს იყო გამოცხადებული.

პირველადი ინფორმაციით, ცხედარს გარეგნულად აშკარა დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ექსპერტიზის თანახმად, ქალი დაახლოებით 5–7 დღით ადრე იყო გარდაცვლილი. გავრცელებული ცნობებით, მას ფეხები შეკრული ჰქონდა.

სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. გამოძიება სხვადასხვა ვერსიას განიხილავს და ტოქსიკოლოგიური კვლევების შედეგებს ელოდება.

შემთხვევა დამატებით კითხვებს აჩენს, რადგან ათენში რამდენიმე თვით ადრე კიდევ ერთი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს ჩემოდანში. თუმცა, ამ ორ საქმეს შორის კავშირი ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

გამოძიება გრძელდება.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია – მათ არ აწყობთ საქართველოში ეროვნული ხელისუფლება, რომელიც თავისი ხალხის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე იზრუნებს, მათ სჭირდებათ მათივე ინტერესების გამტარებელი აგენტები
Next: ირაკლი კობახიძე – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ნემო ბურჭულაძის გარდაცვალების გამო, ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა ეროვნული მოძრაობის გამორჩეული წარმომადგენელი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი და ჭეშმარიტი პატრიოტი
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.