Skip to content
08/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ ხიდაშელის & Co ანტი-ჩინური კამპანია საბოლოოდ ჩავარდა

მარშალ პრესი 08/11/2026
zaal anjaparidze

ვფიქრობ გეხსომებათ, რა მასშტაბის ანტიჩინური კამპანია ააგორეს საქართველოში კონკრეტულმა პირებმა და ორგანიზაციებმა. ამ კამპანიის წინამძღოლი გახლდათ თინა ხიდაშელი და მისი ენჯეო “სამოქალაქო იდეა,” რომლებიც ამ ქვეყნისთვის მავნებლურ საქმიანობაში უხვად ქაფავდნენ უცხოურ გრანტებს, მათ შორის ტაივანიდანაც – წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, ხიდაშელმა და მისმა თანამოაზრეებმა თანდათან ამოწურეს რესურსები ქართულ-ჩინური ურთიერთობების დაზიანების მცდელობაში, თუმცა ჩინეთში კარგად გააცნობიერეს, თუ ვინ იდგა ამ კამპანიის უკან.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის განცხადებები ადასტურებს პეკინის მზარდ ინტერესს საქართველოს მიმართ.

„ვფიქრობ გეხსომებათ, რა მასშტაბის ანტიჩინური კამპანია ააგორეს საქართველოში კონკრეტულმა პირებმა და ორგანიზაციებმა. ამ კამპანიის წინამძღოლი გახლდათ თინა ხიდაშელი და მისი ენჯეო “სამოქალაქო იდეა,” რომლებიც ამ ქვეყნისთვის მავნებლურ საქმიანობაში უხვად ქაფავდნენ უცხოურ გრანტებს, მათ შორის ტაივანიდანაც.

თუმცა, თავიანთ სტრუქტურულ და ღირებულებით უძლურებაში, მათ ნელნელა ამოწურეს საკუთარი რესურსები, რომ ქართულ-ჩინური ურთიერთობები დაეზიანებინათ. ჩინური ანდაზის არ იყოს, მდინარეს მათი მკვდარი თავები მოაქვს და კიდევ არაერთს ჩამოატარებს. ჩინეთში როგორც ჩანს კარგად წაიკითხეს, თუ ვინ იდგა ამ კამპანიის უკან.

ორ ქვეყანას შორის გაფორმდა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება. სი ძინპინმა ოფიციალურ წერილებში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი მზად არის ორმხრივი პარტნიორობა „ახალ სიმაღლეებზე აიყვანოს“, რაც ადასტურებს პეკინის მზარდ ინტერესს საქართველოს მიმართ. საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ ხიდაშელის & Co ანტი-ჩინური კამპანია საბოლოოდ ჩავარდა.“ – წერს ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში ქართული კვალი და თბილისის წინააღმდეგ მორიგი მორალური სანქციების პაკეტი შემოიღოს
Next: ირაკლი კობახიძე – ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა, სარწმუნოება“, რაც არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ცნობიერების საფუძველია, არამედ – მოქმედების გეგმა, რომელიც დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის დროს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.