Skip to content
08/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩინეთის და საქართველოს გულწრფელი მეგობრობა ურთიერთნდობას ეფუძნება – ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარე

მარშალ პრესი 08/11/2026
zhen-jen

ჩინეთის და საქართველოს გულწრფელი მეგობრობა ურთიერთნდობას ეფუძნება. როგორც ჩინეთის უმსხვილესი ეროვნული ორგანიზაცია ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სფეროში, ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭო მრავალი წელია, აქტიურად მუშაობს ჩინეთისა და საქართველოს ბიზნესსაზოგადოებებს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის, – ამის შესახებ ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარე ჟენ ხუნგპინმა საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჟენ ხუნგპინმა ხაზი გაუსვა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ისინი ერთობლივად უწყობენ ხელს ორი ქვეყნის კომპანიებს შორის კავშირების განმტკიცებას.

„ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო გამოფენაში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა უკვე ორი წელია, უზრუნველყოფს ქართველი მეწარმეების მონაწილეობას. გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს მსოფლიოში ცნობილი ღვინო და სხვა გამორჩეული, კონკურენტუნარიანი პროდუქტები. ამის შედეგად, კავკასიის უნიკალური გემო და ქართული პროდუქცია სულ უფრო მეტი ჩინელი მომხმარებლისთვის ხდება ცნობილი და საყვარელი. მჯერა, დღევანდელი შეხვედრა ჩვენი ქვეყნების კომპანიებს თანამშრომლობისთვის დამატებით შესაძლებლობებსა და ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის“, – განაცხადა ჟენ ხუნგპინმა.

Post navigation

Previous: იუსტიციის მინისტრმა ადვოკატთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნაში მიიღო მონაწილეობა
Next: ხან ჭენგი – შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან იყო უაღრესად გულწრფელი, მეგობრული და შედეგიანი
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.