Skip to content
06/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა

მარშალ პრესი 06/11/2026
65

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელობამ, ქალაქ რუსთავში, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებთან შეხვედრა გამართა და მათ მადლობის წერილები გადასცა.

სამხედრო მოსამსახურეებმა რეკრუტების მშობლებსა და ახლობლებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის წესები და პირობები გააცნეს, ასევე ისაუბრეს ნებაყოფლობითი რეგისტრაციის პრივილეგიებსა და უპირატესობებზე.

სააგენტოს წარმომადგენლებმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნეს, რომ ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და წელს ამ მაჩვენებელმა 70%-ს მიაღწია.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დასასრულს, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მშობლებს, შვილების პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდისთვის, მადლობის წერილები გადასცეს.

Post navigation

Previous: სასამართლოს დამოუკიდებლობით და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
Next: ამ რანგის სტუმარი საქართველოში პირველად იმყოფება ჩინეთიდან და რა თქმა უნდა, ეს საუკეთესო შესაძლებლობას მოგვცემს იმისათვის, რომ უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების დინამიკა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.