Skip to content
06/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა

მარშალ პრესი 06/11/2026
889912876_1888175095877402_8806825668874284446_n

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.

პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს.

“ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის 26-საუკუნოვან ურთიერთობას და ორ ერს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს. ასევე, ყურადღება დაეთმო მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დიპლომატიური გზით მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ.

ბიძინა ივანიშვილმა ვალიდ აბუ ჰაიას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების შესახებ”- ნათქვამია “ქართული ოცნების” გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: პრემიერი – მაქვს ინფორმაცია კონკრეტულად ორ ევროპელ ელჩზე, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ მისული საკონსტიტუციო სასამართლოში
Next: დავით ქართველიშვილი: დღევანდელი საერთაშორისო ვითარება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, მხოლოდ სატრანზიტო დერეფნის ფუნქციით არ შემოიფარგლოს და სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდეს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.