Skip to content
05/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სომეხ კოლეგას შეხვდა

მარშალ პრესი 05/11/2026
550

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილს სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ედვარდ ასრიანმა უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ კომპლექსში, სამხედრო ორკესტრისა და საპატიო ყარაულის მონაწილეობით გაიმართა. 

გენერლებსა და დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრას სომხეთის რეპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი დაესწრო. მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას, ასევე სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებსა და სწავლებებში ქართველი და სომეხი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობას. საუბრის ერთ-ერთი თემა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გარემო და გამოწვევები იყო.

 

Post navigation

Previous: საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე საჯარო მმართველობის ინოვაციების გაერო-ს სამიტში მონაწილეობს
Next: ეკა სეფაშვილი: ევრობიუროკრატებმა დიალოგის სივრცე თავად ჩაკეტეს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.