Skip to content
05/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – არეულები არიან ბატონი ჰერჩინსკის ფავორიტები

მარშალ პრესი 05/11/2026
irakli kobakhidze5

არეულები არიან ბატონი ჰერჩინსკის ფავორიტები, ესეც მის ტრაგიზმზე მეტყველებს – პატრონებმა მიიყვანეს აქამდე ეს რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მათ მიიღეს თავის დროზე 785 000-მდე ხმა საპარლამენტო არჩევნებში და ეს მხარდაჭერაც კი გაანიავეს.

„არეულები არიან ბატონი ჰერჩინსკის ფავორიტები, ესეც მის ტრაგიზმზე მეტყველებს. პატრონებმა მიიყვანეს აქამდე ეს რადიკალური ოპოზიცია. ჯერ მარტო გადახედეთ, რა ხალხია წარმოდგენილი. რომ შევხედე იმ სურათს, რომელიც არის წარმოდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოში, რა ხალხი აერთიანებს ამ რადიკალურ ოპოზიციას, ძალიან ტრაგიკულია ეს მდგომარეობა და გასაკვირი არ არის, რომ ქართველი ხალხის მხრიდან ამ ადამიანებს აქვთ ნულოვანი ნდობა და რეალურად მათ მიიღეს თავის დროზე 785 000-მდე ხმა წინა საპარლამენტო არჩევნებში და ეს მხარდაჭერაც კი გაანიავეს. თვითმმართველობის არჩევნებზე „ლელოს“ გაუნახევრდა მხარდაჭერა და გახარიას პარტიას სამჯერ შეუმცირდა მხარდაჭერა, იმიტომ რომ მათ უღალატეს საკუთარ ამომრჩეველს, შესაბამისად დაკარგეს საზოგადოების ნდობა, ის ნდობაც კი, რაც მანამდე ჰქონდათ, 785 000-მდე ხმის სახით. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და ამ მდგომარეობის პირობებში, შიდა დაპირისპირება, რაც ძალიან მკაფიოდ ჩანს რადიკალურ ოპოზიციაში, უცხოურ აგენტურაში, არის აბსოლუტურად ლოგიკური“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: პრემიერი – ქართველი ხალხი იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან
Next: ირაკლი კობახიძე ევროკომისიის ანგარიშზე – რას მიგვითითებენ, მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი გავათავისუფლოთ, თუ პოლიციელის შეურაცხმყოფელი ადამიანი უნდა გავათავისუფლოთ. გვარებს ვერ გვეუბნებიან, მაშინ გამოვა, რომ ისინი ღიად უნდა გამოვიდნენ ძალადობის და მოლოტოვის კოქტეილის სროლის წამხალისებლებად
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.