Skip to content
05/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარების საქმეში

მარშალ პრესი 05/11/2026
irakli kobakhidze02

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარების საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30-წლიანი ისტორია, ისევე, როგორც ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორია, მრავალი სირთულით იყო აღსავსე.

„გილოცავთ საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარების საქმეში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30-წლიანი ისტორია, ისევე, როგორც ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორია, მრავალი სირთულით იყო აღსავსე. ეს ისტორია პირობითად, სამ დეკადად შეგვიძლია დავყოთ. პირველი ათწლეული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციურ ინსტიტუტად დაფუძნების უმნიშვნელოვანესი პერიოდი. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ თავმჯდომარეებს, ბატონ ავთანდილ დემეტრაშვილს და ბატონ ჯონი ხეცურიანს, ისევე როგორც პირველი თაობის თითოეულ მოსამართლეს, რომლებმაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტად ჩამოყალიბებას ჩაუყარეს საფუძველი“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მეორე დეკადა შავ ლაქად დარჩება მის ისტორიაში – ირაკლი კობახიძე
Next: ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება – ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩზე
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.