Skip to content
05/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა

მარშალ პრესი 04/11/2026
lana morgoshia

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიასა და  აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ულვი მეჰდიევის შეხვედრა ბაქოში დაგეგმილი საჯარო მმართველობის ინოვაციების გაერო-ს სამიტის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებაში, რომელიც საჯარო მმართველობისა და სერვისების ტრანსფორმაციის საკითხებს ეძღვნება, 200-მდე ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციები მონაწილეობენ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას მოქალაქეთა საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების განვითარებისათვის.

ლანა მორგოშიამ ულვი მეჰდიევს მიაწოდა ინფორმაცია ქართული ინოვაციური პროექტების – იუსტიციის სახლების, მობილური იუსტიციის სახლის, სერვისების ერთიანი პორტალისა და „გონიერი კონტრაქტის“ შესახებ. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც. აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით საჯარო მმართველობის შემდგომ გაუმჯობესებაზე, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს შესაძლებლობებს. უწყება მომხმარებელთა მომსახურების ხელშეწყობის მიზნით განიხილავს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რობოტიზებული სისტემების დანერგვას იუსტიციის სახლის ფილიალებში.

საჯარო მმართველობის ინოვაციების გაერო-ს სამიტი ქ. ბაქოში 5-6 ნოემბერს ტარდება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს შეხვედრები აქვს დაგეგმილი უცხოელ კოლეგებთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის, იუსტიციის სახლისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.

Post navigation

Previous: სომხური მედიის ცნობით, დაკავებულია პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი სამველ კარაპეტიანი
Next: თამარ ჩიბურდანიძე: ის, რაც გუშინ, Euronews-ის ღონისძიებაზე ვიხილეთ იყო შოუ – ირაკლი კობახიძე იყო სამიზნე, რომელზეც შტურმი ხორციელდებოდა, მაგრამ, პრემიერის მისი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, ევრობიუროკრატებმა მათთვის სასურველი შედეგის ნაცვლად, უკუშედეგი მიიღეს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.