Skip to content
05/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ქართველი აკაცუკის გარდა, ყველას ჰყოფნის გონიერება, დაინახოს ომის რეალური ფასი და ის დამანგრეველი შედეგები, რაც მას მოაქვს. მხოლოდ ქართველ აკაცუკებს აქვთ ომის სურვილი და ამის დასტურია მათი არაერთხელ ნათქვამი სიტყვები: „დიახ, ომი გვინდა!

მარშალ პრესი 04/11/2026
davit chikhelidze

ამერიკაში დემოკრატებმა გაიმარჯვეს. არ ვამტკიცებ, რომ დემოკრატები ანგელოზები ან მშვიდობის მოყვარულები არიან, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობით ამერიკელმა ამომრჩეველმა მკაფიო არჩევანი გააკეთა, მხარი არ დაუჭირა ომის გაგრძელებას მხარი და არჩევანი მშვიდობის სასარგებლოდ გააკეთა, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, ირანთან ომმა მძიმე ეკონომიკური ტვირთი დააკისრა ამერიკელ საზოგადოებას, ხოლო დონალდ ტრამპმა ვერ შეასრულა წინასაარჩევნო დაპირებები და ვერ შეძლო უკრაინაში ომის დასრულება.

ექსპერტის შეფასებით, ომი ადამიანების სიცოცხლეს, ოჯახებსა და ქვეყნის მომავალს ანადგურებს, თუმცა ქართველი ოპონენტებისთვის ეს შედეგები პოლიტიკური მიზნების მიღწევასთან შედარებით მნიშვნელობას მოკლებულია.

„ქართველი აკაცუკის გარდა, ყველას ჰყოფნის გონიერება, დაინახოს ომის რეალური ფასი და ის დამანგრეველი შედეგები, რაც მას მოაქვს. მხოლოდ ქართველ აკაცუკებს აქვთ ომის სურვილი და ამის დასტურია მათი არაერთხელ ნათქვამი სიტყვები: „დიახ, ომი გვინდა!“

ამერიკაში დემოკრატებმა გაიმარჯვეს. არ ვამტკიცებ, რომ დემოკრატები ანგელოზები ან მშვიდობის მოყვარულები არიან, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობით ამერიკელმა ამომრჩეველმა მკაფიო არჩევანი გააკეთა, მხარი არ დაუჭირა ომის გაგრძელებას მხარი და არჩევანი მშვიდობის სასარგებლოდ გააკეთა.

მართალია, ომი ირანის წინააღმდეგ ამერიკის ტერიტორიას პირდაპირ საფრთხეს არ უქმნიდა, მაგრამ ის მძიმე ტვირთად დააწვა როგორც რიგით ამერიკელებს, ისე მთლიანად ამერიკის ეკონომიკას. ტრამპმა ვერ შეასრულა წინასაარჩევნო დაპირებები: ვერ დაასრულა ომი უკრაინაში, პირიქით, ირანთან დაიწყო კიდევ ერთი ომი, რომელსაც ამერიკელი საზოგადოებისთვის ხელშესახები შედეგი არ მოუტანია. ტრამპი ვერ აღმოჩნდა ის ლიდერი, რომელიც მშვიდობის დამყარებას შეძლებდა.

დემოკრატებმა ისეთი შტატებიც კი მოიგეს, რომლებიც ტრადიციულად რესპუბლიკელების დასაყრდენად მიიჩნეოდა. რაც იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად გაიზარდა საზოგადოების უკმაყოფილება არსებული პოლიტიკით და რამდენად მნიშვნელოვანი გახდა მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხი.

ამერიკაში ჩატარებული არჩევნები დაფიქრებისთვის ნამდვილად კარგი მაგალითია. ამერიკელმა ამომრჩეველმა ხელისუფლებას მკაფიო სიგნალი გაუგზავნა: ხალხს ომის დაუსრულებელი გაგრძელება კი არა, მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური კეთილდღეობა სურს.

სამწუხაროდ, ეს მარტივი ჭეშმარიტება ქართველ აკაცუკებამდე ჯერ კიდევ ვერ მიდის. მათთვის ომი პოლიტიკური იარაღია, რომლის რეალური შედეგი, ადამიანების სიცოცხლე, დანგრეული ოჯახები და განადგურებული ქვეყანა თითქოს არაფერს ნიშნავს.“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის
Next: ლევან მაჭავარიანი: არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე მოსახერხებელი ოპოზიცია – თავიდან ბოლომდე გაშიფრულები არიან ჩვენი საზოგადოების თვალში
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.