Skip to content
03/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერი – როდესაც ვინმე აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტმა, როგორც სუვერენულმა ინსტიტუტმა, საკუთარი მიღებული კანონის მოქმედება უნდა შეაჩეროს, ეს სუვერენიტეტის პრინციპს ეწინააღმდეგება

მარშალ პრესი 03/11/2026
irakli kobakhidze
ჩვენ, საქართველო და ევროკავშირი, უნდა შევთანხმდეთ ერთ მთავარ საკითხზე: ორივე მხარეს უნდა გვსურდეს, ევროკავშირში ვიხილოთ დემოკრატიული, სამართლის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული, ეკონომიკურად ძლიერი და სუვერენული საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ამ ყველაფერზე შეთანხმება იქნება მიღწეული, შემდგომი პროცესი შეუფერხებლად წარიმართება.
„ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი კონკრეტულ დეტალებზე. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მათ დიალოგს. ჩვენ სრულიად მოქნილები ვართ. წინაპირობა არის სუვერენიტეტი, ღირსება, დემოკრატია და სამართლის უზენაესობა. სრულ მზად ვართ დისკუსიების დასაწყებად.
კანონის მოქმედების შეჩერების მოთხოვნა წინადადება არ არის. ეს სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევაა. საქართველოს ჰყავს ღირსეული პარლამენტი, რომელმაც მიიღო კანონმდებლობა და რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. როდესაც ვინმე აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტმა, როგორც სუვერენულმა ინსტიტუტმა, საკუთარი მიღებული კანონის მოქმედება უნდა შეაჩეროს, ეს სუვერენიტეტის პრინციპს ეწინააღმდეგება. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ. ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. თუ ვინმეს ჩვენს კანონმდებლობასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, უნდა გვესაუბროს და შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტები წარმოადგინოს,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: პრემიერი – ისეთი დავალებები მიიღეს უცხოური აგენტურის წარმომადგენლებმა საკუთარი პატრონებისგან, რომ ამით დაანგრიეს საკუთარი თავი და ამის შედეგია ის დაპირისპირებები, რომელსაც ვხედავთ აგენტურის შიგნით
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.