Skip to content
03/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერი ბერა ივანიშვილის სარჩელზე – რაც გააკეთეს კონკრეტულმა, ე.წ. ტელევიზიებმა, ეს იყო მორიგი თავდასხმის მცდელობა ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეზე, მნიშვნელოვანია ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენება, რომ სიცრუეზე დაფუძნებული ტელევიზიები ყოველ ჯერზე ვამხილოთ სიცრუეში

მარშალ პრესი 03/11/2026
irakli kobakhidze2
თავად ბერა ივანიშვილი არ არის ჩართული პოლიტიკაში. რაც გააკეთეს კონკრეტულმა ეგრეთ წოდებულმა ტელევიზიებმა, ეს იყო, რა თქმა უნდა, მორიგი თავდასხმის მცდელობა ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყოველ ჯერზე ამხილონ სიცრუეზე დაფუძნებული ტელევიზიები სიცრუეში.
„ძალიან მნიშვნელოვანია სამართლებრივი გზით წასვლა და სამართლებრივი გზით იმის დადგენა, რომ ვრცელდება ასეთი ტიპის უხეში, არასწორი ინფორმაცია. ეს გაკეთდა ამ შემთხვევაში და ამას, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ყოველ ჯერზე მნიშვნელოვანია ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენება, რომ ჩვენ სიცრუეზე დაფუძნებული ტელევიზიები ვამხილოთ სიცრუეში,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – 4 ოქტომბრის მონაწილეები ელოდებოდნენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას და 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს
Next: პრემიერი – ევროპულ ბიუროკრატიასთან არსებული ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ წინ მივდივართ და ვაგრძელებთ ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.