ყველა საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქემ კარგად იცის, თუ რატომ ებრძვიან ბერას და რა მნიშვნელობა აქვს მას ჩვენთვის, „ქართული ოცნების“ ჯარისკაცებისთვის, ნამდვილებისთვის! დიახ, ყველაფერი ნათელია, მაგრამ მე მაინც რამდენიმე ფაქტს მოვიყვან მტრების ფუჭი განზრახვით გავრცელებული დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ! – წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.
დიმიტრი სამხარაძის თქმით, ბერა არის პატიოსანი, ტრადიციულ და მორწმუნე ოჯახში გაზრდილი მართალი ადამიანი, 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი, რომელიც ბრძოლას სამართლებრივადაც მოიგებს.
„ბერას წინააღმდეგ დაწყებული ცილისმწამებლური კამპანიის შესახებ მინდა დავწერო! რამდენიმე ფაქტს ჩამოვთვლი, თუ რატომ ვერ დაამარცხებთ თქვენი ტყუილებით და რატომ ვერაფერს დააკლებთ ბერას და ერისკაცის ოჯახს!
ყველა საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქემ კარგად იცის, თუ რატომ ებრძვიან ბერას და რა მნიშვნელობა აქვს მას ჩვენთვის, „ქართული ოცნების“ ჯარისკაცებისთვის, ნამდვილებისთვის! დიახ, ყველაფერი ნათელია, მაგრამ მე მაინც რამდენიმე ფაქტს მოვიყვან მტრების ფუჭი განზრახვით გავრცელებული დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ!
აი, რატომ ვერაფერს დააკლებთ ბერას…
1. ბერა პატიოსანი და მართალი კაცია!
2. ტრადიციულ, მორწმუნე, სამშობლოზე შეყვარებულ ოჯახში გაზრდილი!
3. არის იქ, სადაც საქართველოა, ნამდვილებთან, ქვეყნის პატრიოტებთან ერთად!
4. 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი!
5. ისე, როგორც ბატონი ბიძინა, ერისკაცი, ბოლომდე იცავს ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს!
6. მისაბაძი შვილი, მამა, მეუღლე, ჩვენი წინაპრების დანატოვარის დამცველი და ყველაფერ ქართულის ერთგული!
7. ქართველი კაცი, რომელიც საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ არ ცვლის ენას, მამულსა და სარწმუნოებას!
8. ბრძოლაში ნამდვილების საიმედო ძმა, მაგალითის მომცემი!
9. თავისი საქმის პროფესიონალი, საქართველოს საზღვრებს გარეთ და სამშობლოში!
10. ნამდვილი, საქართველოსა და ჩვენი დიდი ოჯახის ჯარისკაცი!
ვინ ებრძვის ბერას?
უსამშობლო, გადამთიელების მონები, მანქურთები, აგენტურა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დასანგრევად, ქართველებისა და ყველაფერ ქართულის წინააღმდეგ არიან! სხვისი ქვეყნის ინტერესების გამტარებლები, მეხუთე კოლონა, საქართველოში ჩაბუდებული თავიანთი აყროლებული ტელევიზიებით, უინტელექტო და დაზომბებული წინკლიანი ჟურნალისტები!
დარწმუნებული ვარ, ბერა ამ ბრძოლას სამართლებრივადაც მოიგებს! მორალურად, კაცობითა და ქართველობით ის უკვე ისედაც გამარჯვებულია და ეს ტურტყლიანები მას ვერაფერს დააკლებენ! ბერა, წარმატებები, ჩვენო ერთგულო ძმაო!’ – წერს დიმიტრი სამხარაძე.
