Skip to content
03/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კოტე კემულარია: პროკურატურა ზომაზე მეტად ერეოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში – სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა

მარშალ პრესი 02/11/2026
kote kemularia

პროკურატურა ზომაზე მეტად ერეოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში – სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა, – ამის შესახებ ამის შესახებ პოლიტიკოსმა, კოტე კემულარიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„ძალიან მაღალი პროცენტი იყო ჩარევებისა. თითქმის არ ყოფილა გარდა ერთეული შემთხვევებისა გამამართლებელი განაჩენები, რაც არაჯანსაღი და არაბუნებრივი პროცესია. პროკურატურა ზომაზე მეტად, აბსოლუტურად ყოვლისმომცველი მასშტაბით ერეოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში, ამას დღესაც ვუყურებთ სამწუხაროდ. სამწუხაროდ, ცოტა ხანს მომიწია სასამართლო სისტემაში მუშაობა, განსახორციელებელი იყო სერიოზული სასამართლო რეფორმა, ამაზე სულ ვსაუბრობდით, ვიბრძოდით, რომელიც არც მაშინ მივიდა ბოლომდე…

სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა. პროკურორი ამ დროს არის ადეიშვილი და ყველამ იცის ადეიშვილის განუსაზღვრელი უფლებები.

არსებობს ჩანაწერები, სადაც ვამბობ, ვეუბნები მოსამართლეებს საჯაროდ კონფერენციაზე, რომ არ დაემორჩილონ ადეიშვილს. მოსამართლე აბსოლუტურად დამოუკიდებელია, კონსტიტუციაში ასე უწერია.

მე არც მაშინ და არც ახლა ვიზიარებ იმას, რომ პროკურატურის მიერ გამოძიებული და პროკურატურის მიერ დაწერილი საბრალდებო დასკვნა ყოფილიყო ფეტიში ან უკრიტიკოდ მისაღები”, – განაცხადა კოტე კემულარიამ.

Post navigation

Previous: კახა კალაძე: ტყუილები, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს, თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში ნეგატიური მუხტის გაჩენას ემსახურება
Next: ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატია არის ის ძალა, რომელიც მხარს უჭერდა მოლოტოვის კოქტეილს და იგივე ადამიანები დღეს უკვე გამოდიან პოლიტიკური გზავნილებით კონსტიტუციური მართლმსაჯულების წინააღმდეგ
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.