Skip to content
02/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – ძლიერი დიპლომატიური სამსახური ძლიერი სახელმწიფოს საიმედო საყრდენია, საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევა შეუძლებელია თითოეული დიპლომატის დაუღალავი შრომის გარეშე

მარშალ პრესი 02/11/2026
irakli kobakhidze02

ძლიერი დიპლომატიური სამსახური ძლიერი სახელმწიფოს საიმედო საყრდენია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევა შეუძლებელია თითოეული დიპლომატის დაუღალავი შრომის გარეშე.

„გამოცდილებაზე დაფუძნებული, ახალი თაობით გაძლიერებული და მომავალზე ორიენტირებული ქართული დიპლომატია წარმატებით განაგრძობს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვას. ღირსეული საქმიანობისთვის, პატრიოტიზმისა და პროფესიონალიზმისთვის განსაკუთრებულ მადლობას გიხდით ყველას, ვინც ამ საქმეს ემსახურებით. მადლობა საგარეო საქმეთა მინისტრს, სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს, ელჩებს, ატაშეებს, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჩვენი წარმომადგენლობების თანამშრომლებს. თითოეულ თქვენგანს გეკუთვნით განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისათვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დიპლომატის დღეს და გისურვებთ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის სამსახურში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

Post navigation

Previous: დავით ჩიხელიძე: დასავლეთს უკან დაუბრუნდა ყველაფერი ის, რასაც საქართველოს მიმართ ასე გულუხვად იმეტებდა – დროა, ორმაგი სტანდარტით მოქმედება შეწყვიტოს და საქართველოს ბოდიში მოუხადოს
Next: პრემიერი – ორი რეგიონის ოკუპაციისა და უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევების პირობებში, თანმიმდევრული, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.