Skip to content
02/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია აბაშიძე: პარიზში აქციების დროს დემონსტრანტებმა პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. პროკურატურამ ფაქტზე გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

მარშალ პრესი 02/11/2026
gia abashidze

პარიზში აქციების დროს დემონსტრანტებმა პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. პროკურატურამ ფაქტზე გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ძნელი წარმოსადგენია, საფრანგეთის სათავეში თუნდაც ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონი იყოს და სამართალდამცველებზე თავდასხმისთვის მსჯავრდებული რადიკალი შეიწყალოს, თან გმირადაც გამოაცხადოს, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძის თქმით, საქართველოში პოლიციელებზე თავდასხმა „გმირობად“ წარმოაჩინეს, სალომე ზურაბიშვილმა კი ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, რომელიც პოლიციელზე თავდასხმისა და ქონების დაზიანებისთვის იყო მსჯავრდებული.

მისი შეფასებით, ზურაბიშვილმა, პრეზიდენტის თანამდებობა უცხოელი პატრონების პოლიტიკური დავალებების შესრულებას დაუთმო და სახელმწიფო მოღვაწედ ისტორიაში დარჩენის ნაცვლად ანტიქართული ინტერესების მსახურის როლი აირჩია.

,,პარიზში აქციების დროს დემონსტრანტებმა პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. პროკურატურამ ფაქტზე გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ძნელი წარმოსადგენია, საფრანგეთის სათავეში თუნდაც ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონი იყოს და სამართალდამცველებზე თავდასხმისთვის მსჯავრდებული რადიკალი შეიწყალოს, თან გმირადაც გამოაცხადოს.

„პარიზში აქციების დროს დემონსტრანტებმა პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. პროკურატურამ ფაქტზე გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ძნელი წარმოსადგენია, საფრანგეთის სათავეში თუნდაც ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონი იყოს და სამართალდამცველებზე თავდასხმისთვის მსჯავრდებული რადიკალი შეიწყალოს, თან გმირადაც გამოაცხადოს.
საქართველოში კი სალომე ზურაბიშვილმა, როგორც გარედან მართული პოლიტიკური ფიგურის მაგალითმა, ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა — ადამიანი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმისა და ქონების დაზიანებისთვის იყო მსჯავრდებული. ევროფლიდებისა და სექტის „გრანტმადიდებლების” მხარდაჭერით, ქართველ პოლიციელებზე თავდასხმა „გმირობად“ წარმოაჩინეს.

მონობა მონობაა — სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს უმაღლესი თანამდებობა უცხოელი პატრონების პოლიტიკური დავალებების შესრულებაში გაცვალა. ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს შეეძლო ისტორიას სახელმწიფო მოღვაწედ დამახსოვრებოდა, მაგრამ საბოლოოდ ანტიქართული ინტერესების მსახურის როლი აირჩია. ამაზე დიდი პოლიტიკური თვითდამცირება და მორალური გაკოტრება ძნელი წარმოსადგენია.“ – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: ცესკომ საერთაშორისო აუდიტი კვლავ წარმატებით გაიარა
Next: დავით ჩიხელიძე: დასავლეთს უკან დაუბრუნდა ყველაფერი ის, რასაც საქართველოს მიმართ ასე გულუხვად იმეტებდა – დროა, ორმაგი სტანდარტით მოქმედება შეწყვიტოს და საქართველოს ბოდიში მოუხადოს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.