Skip to content
31/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია აბაშიძე: პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში კონსტიტუციური წესრიგის საფრთხეზე საგანგებო განცხადება უკვე გააკეთა. Pan Herczyński, ნუთუ თქვენი პრეზიდენტის ეს საგანგაშო გაფრთხილება უფრო ნაკლებ შეშფოთებას იმსახურებს, ვიდრე საქართველოს შესახებ თქვენი მუდმივი ევროფლიდური განცხადებები?

მარშალ პრესი 31/10/2026
gia abashidze

ანალიტიკოსი გია აბაშიძე პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოში სპეცრაზმის შესვლის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის, ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს.

აბაშიძის შეფასებით, მაშინ, როდესაც ჰერჩინსკი საქართველოს ინსტიტუტებს აკრიტიკებს, პოლონეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მისი პოზიცია კითხვებს აჩენს.

„ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მხრიდან საქართველოს ინსტიტუტებზე მუდმივი იერიში უბრალოდ თვალთმაქცობა აღარ არის — ეს პოლიტიკური ცინიზმის მწვერვალია.
როდესაც პოლონელი დიპლომატი, რომლის სამშობლოშიც საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო განვითარებულმა პროცესებმა კონსტიტუციური კრიზისი გამოიწვია, საქართველოში „დემოკრატიის მცველის“ მანტიას ირგებს და ნაცრადიკალების ფინანსურ კვებაზეა გადასული, აქ ორმაგ სტანდარტზე საუბარიც კი მეტისმეტად რბილი შეფასებაა.
Pan Herczyński, თქვენს სამშობლოში საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიტაცების თავხედური მცდელობა და სასამართლოს პოლიტიზება საერთოდ აღარ გიჩენთ კითხვებს? თუ პოლონეთში დემოკრატიის ნგრევას „ევროპული დინამიკა“ ჰქვია, ხოლო საქართველოში კანონის უზენაესობის დაცვას — „უკუსვლა“?

პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში კონსტიტუციური წესრიგის საფრთხეზე საგანგებო განცხადება უკვე გააკეთა. Pan Herczyński, ნუთუ თქვენი პრეზიდენტის ეს საგანგაშო გაფრთხილება უფრო ნაკლებ შეშფოთებას იმსახურებს, ვიდრე საქართველოს შესახებ თქვენი მუდმივი ევროფლიდური განცხადებები?
ბატონო ელჩო, ყალბი ყალბი ევროპული ღირებულებები საქართველოს სახელმწიფოზე უსინდისო და არგუმენტებისგან დაცლილი ზეწოლის პოლიტიკური იარაღი ვერ გახდება. საქართველოს სუვერენიტეტზე იერიშის მიტანა კონტრპროდუქტიულია ბრიუსელის ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი და ფარისეველი აქტორისთვის. პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიტაცება კი კატეგორიულად მიუღებელია EUSSR-ის მეთოდებით!“ – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: დავით ჩიხელიძე: ბატონო ჰერჩინსკი, საკონსტიტუციო ტრიბუნალის ეზოში სპეცრაზმი, შენობის პოლიციის მიერ პიკეტირება… ეს არის თქვენთვის დემოკრატიის ევროპული სტანდარტი?
Next: მსჯავრდებულებმა სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე წარადგინეს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.