Skip to content
31/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე საუბარი გვქონდა ჩვენს სურვილზე, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და მზად ვართ ამაზე მუშაობისთვის

მარშალ პრესი 31/10/2026
irakli kobakhidze3

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე სანქციებზე ჩვენ არ გვქონია საუბარი, საუბარი გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სტარეტეგიული პარტნირობის აღდგენის შემთხვევაში, ამას მოჰყვება ყველა მიმართულებით გაგრძელება იქნება ეს სანქციები თუ ნებისმიერი სხვა.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი ნაბიჯი გადადგმული, ჩვენ გვაქვს უამრავი საჯარო განცხადება გაკეთებული, კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული იმისათვის, რომ აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა. ზოგადი პასუხი იყო, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა ორ ქვეყანას შორის. ჩვენ კონკრეტულ თემებზე ამ კუთხით არ გვქონია საუბარი. უფრო პირველი და გაცნობითი შეხვედრა იყო და უფრო ზოგადი შინაარსის იყო ეს შეხვედრა. ზოგადად საუბარი გვქონდა ჩვენ ჩვენს სურვილზე, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და მზად ვართ ამაზე მუშაობისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: არჩილ გორდულაძე: კოლექტიურ ნაცმოძრაობაში გაერთიანებულმა ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ კიდევ ერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ 2012 წლამდე საქართველოში მოქმედი რეჟიმი საუკეთესო ხელისუფლება იყო საქართველოს ისტორიაში და ეამაყება კიდეც იმ რეჟიმის მთავრობის შემადგენლობაში ყოფნა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.